Powered by Jasper Roberts - Blog

11:31 21.02.2017
ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-17 კონვენციაზე საქართველომ გაიმარჯვა

ირანში გამართულ ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-17 კონვენციაზე, საქართველო 2019 წელს დაგეგმილი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად აირჩიეს.

 

საქართველოს კონკურენციას უწევდნენ ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციები, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს შორის, საქართველოს კანდიდატურამ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და კენჭისყრის შედეგად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 

საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთი მელაძე „ჯორჯიან თაიმსთან“ კომენტარში აცხადებს, რომ  საქართველო პირველად გახდა გამარჯვებული. 

 

"მსოფლიო ფედერაციის მე-17 კონვენციას ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტები, მსოფლიოს 145-ზე მეტი ქვეყანა ესწრებოდა, აქედან 34 ხმის მიმცემი ქვეყანა იყო და ამ 34 ქვეყნიდან  2/3-მა  ხმა საქართველოს მისცა.

ჩვენმა ქვეყანამ გამარჯვება პირველად მოიპოვა. სამი ქვეყანა ვიღებდით მონაწილეობას-ტაილანდი, ამერიკა და ჩვენ. აქედან ტაილანდი პირველ ეტაპზევე გამოეთიშა კონკურსს. საბოლოოდ, ამერიკასა  და ჩვენ შორის მოხდა შეჯიბრება, რის შემდეგაც გამარკვება მოვიპოვეთ ჩვენ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ტურიზმის სფეროში ასეთი ცოცხალი არჩევნები ჩატარდა, ხმის მიცემა იყო ფარულად და ადგილზევე ირკვეოდა გამარჯვებული“, - აცხადებს მელაძე „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას. 

 

ირანში გამართულ კონგრესს 70 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა, ხმის მიცემის უფლება კი 34 მათგანს ჰქონდა. კონგრესს 275 სტუმარი დაესწრო, მათ შორის ირანის პრეზიდენტი ჰასან ოუჰანი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი. კონგრესში, რომელიც საქართველოში ჩატარდება მონაწილეობას მიიღებს 300დან 500 მდე დელეგატი 70 ქვეყნიდან- ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის გიდების ასოციაციების ხელმძღვანელი.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, აღნიშნული კონგრესის საქართველოში ჩატარება ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისათვის ძალზედ მნიშნვნელოვანი ღონისძიებაა და ქვეყანაში ტურისტული გიდების პროფესიის განვითარებას დაეხმარება. ამასთან, მოხდება ადგილობრივ დონეზე ცოდნის გაზიარება და აღსანიშნავია, საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც ღონისძიების საქართველოში მასპინძლობა მოუტანს ქვეყანას.

 

2019 წელს დაგეგმილი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად საქართველოს კანდიდატურა გიდების ასოციაციამ ირანში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge