Powered by Jasper Roberts - Blog

23:40 20.02.2017
სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი გადმოსცეს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კერესელიძე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბიბლიოთეკამ ძვირფასი საჩუქარი მიიღო სალომე და ოთარ ზურაბიშვილებისგან: „გილოცავთ! დღეს საქართველოს და ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი გადმოეცა. სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის, ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია გამოგვატანეს: ასობით უნიკალური გამოცემა, არაერთი ძველნაბეჭდი წიგნი, მაგალითად: შარდენის პირველი გამოცემა, მარი ბროსეს მრავალტომეული, პარიზის ბალმონტისეული ვეფხისტყაოსანი, მოამბის წლიური კომპლექტები და ა.შ.“, აცხადებს გიორგი კეკელიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge