Powered by Jasper Roberts - Blog

17:19 20.02.2017
როგორია თურქი მსახიობის ბერენ საათის კარიერა და პირადი ცხოვრება

თურქ მსახიობს ბერენ საათს ნამდვილ турецкому бриллианту -ად მოიხსენიებენ. ახალგაზრდა მსახიობმა ბევრ სატელევიზიო შოუში ითამაშა და რეჟისორების იმედებიც გაამართლა. მას არა მარტო ნიჭიერ ვარსკვლავად მოიხსენიებენ თურქეთში, არამედ ერთ - ერთ ჭკვიან მსახიობადაც თვლიან. მოკლე დროში მან მოახერხა ათასობით ქალისა და მამაკაცის საოცნებო მსახიობად გადაქცევა. თურქი ვარსკვლავის ბიოგრაფია და ფილმოგრაფია შთამბეჭდავი და ამოუწურავია. ნამდვილი წარმატება მსახიობმა მოიპოვა ორ სერიალში მთავარი როლის შესრულებისათვის: პირველი სერიალი იყო "აკრძალული სიყვარული" და მეორე " რატომ არის დამნაშავე ფატმაგული".

 

image

 

image

 

image


ბერენ საათი სპორტულ ოჯახში დაიბადა, მან გამოცდები ჩაბარა უმაღლეს კოლეჯში ანკარაში, თუმცა არ დაუსრულებია კოლეჯი და სწავლა გააგრძელა ანკარის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართვის მოხელის სპეციალობით. მასზე უზომოდ შეყვარებული თურქული წყარო წერს, რომ მსახიობი იმდენად ჭკვიანია, იგი თავისუფალ დროს სიმღერას უთმობს და ასევე კარგად ფლობს როგორც ინგლისურ ასევე ესპანურ ენებს. მისი " გზა დიდებისკენ" გაიხსნა 2008 წელს, როდესაც მან " სიყვარული და სასჯელში" ითამაშა. როლმა მას თურქეთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო " ოქროს პეპელა" მოუტანა.

 

image

 

image

 

 

 

image

 

საინტერესოა მსახიობის პირადი ცხოვრება, რაზეც ბევრს წერენ სხვადასხვა თურქულ გაზეთებში. მას პირველი სიყვარული სამი წელი ჰყავდა, რომელიც ტრაგედიით დასრულდა. ბერენის ბოიფრენდი ავტოკატასტროფაში მოხვდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინტერვიუში თავად აღნიშნავს მსახიობი, რომ ის იყო მისი ერთადერთი ნამდვილი სიყვარული, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ბერენის მსახიობად ჩამოყალიბებაში. შემდეგ მსახიობმა რომანი გააბა ბიულენთ ინალთან და მალევე დაქორწინდა მასზე, მაგრამ 2 წელიწადში დაშორდა, რადგან მის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა რეჟისორ ენგინ აკიურეკის სახით.როგორც თურქული სერიალების მოყვარულებისთვისაა ცნობილი, ბიულენთ ინალი მსახიობ თუბა ბიუქურსტუნზე იყო შეყვარებული. იმაზეც საუბრობდნენ, რომ ბერენს კივანჩ თათლითუღლთან ჰქონდა რომანი.

მსახიობი რეალურ ცხოვრებაში ძალიან უბრალო, კეთილი და გულრწფელი ადამიანია. მას ოდნავ ქარიზმა აქვს. სწორედ ამაშია მისი წარმატების საიდუმლოც.

 


image

 

image

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge