Powered by Jasper Roberts - Blog

14:58 20.02.2017
ქართველ რეჟისორს, რუსუდან გლურჯიძეს საუკეთესო დებიუტისთვის ლოს ანჯელესში ჯილდო გადასცეს
ლოს ანჯელესში პრესის საერთაშორისო აკადემიის რჩეულები გამოავლინეს. სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ისეთი ცნობილი და აღიარებული ფილმები როგორებიცაა La La Land, Moonlight, The Salesman, Manchester by the Sea, Jackie, Hacksaw Ridge, Elle და ა.შ.
საუკეთესო დებიუტისთვის კი "სატელიტი" ქართველ რეჟისორს, რუსუდან გლურჯიძეს გადასცეს ფილმისთვის "სხვისი სახლი".
"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენის, ევრაზიისა და თბილისის საერთაშორისო ფესტივალებზე.
პრესის საერთაშორისო აკადემია გლობალური ასოციაციაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალი ჟურნალისტებისგან არის დაკომპლექტებული.
"სატელიტის" ჯილდო 1996 წლიდან გაიცემა და იგი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითველება.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge