„ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა ეხმაურება მაია ასათიანის გამოსვლას რუსთავი-2-ის მხარდამჭერ დღევანდელ აქციაზე, სადაც ტელეწამყვანმა ასეთი ფრაზა თქვა: "საქართველოში მზე ოქროყანიდან არ ამოდის" და ეს ყველამ უნდა იცოდესო. ამის პასუხად ნანა გაგუა წერს: „ვერც ამოვა მზე ოქროყანიდან, დედაკაცო!!!!....ოქროყანაში სანდრო აწამეს! გირგვლიანი! და საერთოდ: სხვა დროს ერიდე სიტყვას ''ოქროყანა“!“, აცხადებს ნანა გაგუა.