Powered by Jasper Roberts - Blog

15:33 18.02.2017
ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც კანის დაბერებას აჩქარებენ

დაბერება ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ნუ დააჩქარებთ მას ყოველდღიური ჩვევებით. 


წარბების შეჭმუხვნა - ნაოჭების გაჩენას იწვევს. 


სტრესი - აკონტროლეთ ემოციები. თუ სტრესული სამსახური გაქვთ, სპეციალურ მეთოდებს მიმართეთ, რაც ფსიქიკურ ჯანრთელობას გაგიუმჯობესებთ. 


ტემპერატურა ბინაში - ხშირად დაატენიანეთ ჰაერი და რაც არ უნდა ციოდეს, ნუ გამოაშრობთ ჰაერს მაღალი ტემპერატურით. 


კანი თვალის გარშემო - ამ ზონაში კანი ყველაზე მეტად მგრძნობიარეა. ამიტომაც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. 


ტელევიზორის ყურება - ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანზე, უფუჭდება მხედველობა, ექმნება ზურგის პრობლემა. თუ ვერ ძლებთ ტელევიზორის გარეშე ნახევარ საათში ერთხელ ადექი და გაიარ-გამოიარეთ. 


პირის დაბანა - დღეში ორჯერ მეტად ნუ დაიბანთ სახეს, კანი შრება და მასზე ნაოჭები ჩნდება. 


დიეტა - განწყობაზეც ცუდად მოქმედებს და ორგანიზმზე. თუ ცხიმზე ამბობთ უარს, გაამდიდრეთ რაციონი ომეგა 3-ის შემცველი ცხიმებით, ავოკადოთი, ცხიმიანი თევზებით და სელის თესლით. 


ყავა - ორგანიზმიდან სითხე გამოაქვს. შედეგად კანი შრება და ნაოჭებით იფარება. ყავას აუცილებლად დააყოლეთ წყალი. უმჯობესია, თუ ყავას მწვანე ჩაით ჩაანაცვლებთ. 


ძილი - ნუ დაიძინებთ ბალიშში თავჩარგული, დაგიზიანდებათ წამწამები. გაგიჩნდებათ ნაადრევი ნაოჭები. 

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge