Powered by Jasper Roberts - Blog

21:39 17.02.2017
„იმედმა“ ღარიბაშვილი ამოჭრა და ეთერში არ გაუშვა - ვაიი, თქვე პატარა ადამიანებო - ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სიკეთესა და ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე: „გუშინ ჯაჯანიძის შოუში ერთი ჩემი ფრენდი ქალბატონი იყო,ყველა იცნობთ, ქალბატონი ია კოხრეიძე, სამი შვილდაღუპული დედა, თავის უბედურ ისტორიას ყვებოდა, ყველა დავიზაფრეთ, ქალბატონმა იამ მადლობა გადაუხადა იაშვილის კლინიკის ექიმებს, ბატონ კახი კალაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული დახმარებისთვის, „იმედმა“ კი ღარიბაშვილი ამოჭრა და ეთერში არ გაუშვა. ვაიი, თქვე პატარა ადამიანებო. ვაიი მართლა, თქვე მცირეებო, სიკეთე არ იკარგება,ირაკლის კი თქვენ ახსენებთ თუ არა ამით არაფერი დააკლდება! მებრალებით!“, წერს ნინო ჯღარკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge