Powered by Jasper Roberts - Blog

20:20 17.02.2017
თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, ქართული ენის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და სტუდენტი ერთხმად უპირისპირდებიან ქართულ ენას!

ჟურნალისტი, პროფესორი სოსო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკრძალეს ქართული გრამატიკის სწავლება და მიზეზად ბოლონიის პროცესს ასახელებენ: „აი, რა მდგომარეობაა თბილისის უნივერსიტეტში - ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, ქართული ენის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და სტუდენტი ერთხმად უპირისპირდებიან ქართულ ენას! თურმე,ამას ბოლონიის პროცესი მოითხოვს(?!)... სააკაშვილმა ეს ერთი კი თქვა სწორი(დაიტრაბახა) - ჩვენ მენტალურად ახალი თაობა შევქმენითო. ჰოდა, მენტალურად ახალი თაობის წარმომადგენელი აცხადებს, - მე, როგორც მომავალ ისტორიკოსს, ქართული ენა სრულიადაც არ მჭირდებაო(?!). თსუ - ს პროფესორთა ლოგიკა: ქართული ენა ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარეს და ეს საკმარისიაო. ისტორიაც ჩააბარეს და ნუღარ ვასწავლით(?!). ისე, სხვათა შორის, თუ ახსოვთ, რომ საკითხი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შელახვას ეხება?! შავ ზღვაში ჩავარდა მზე თსუ-სი, ვინ ამოიყვანს?! P.S. ამ საკითხს სიუჟეტი ტელეკომპანია „იბერიამ" მიუძღვნა. საინფორმაციო გადაცემაში სავალალო სურათი დაიხატა. რამდენადაც ვიცი, გადაცემა „პრიორიტეტიც" დაეთმობა.ეს პრობლემა უფრო ღრმა და სერიოზულ ანალიზს ნამდვილად მოითხოვს...“, წერს სოსო ჭუმბურიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge