Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

19:46 17.02.2017
”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრები ხელმოწერებს შეუერთდებიან

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გენერალური პროკურორის გადაყენებას არასაკმარის მოთხოვნად მიიჩნევს, თუმცა ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრები ხელმოწერებს მაინც შეუერთდებიან. მისი თქმით, ირაკლი შოთაძე არის ბიძინა ივანიშვილის დავალების ცუდად შემსრულებელი. როგორც მელიამ აღნიშნა, ჩავარდნილი გეგმა, რომელიც უკავშირდება საპატრიარქოს, ბუნებრივია, ივანიშვილის მეცადინეობითა და მისი ხელმძღვანელობით დაიგეგმა. ”ჩვენ, ყველა იმ წინადადებას, რომელიც მიმართულია ივანიშვილის დასამარცხებლად და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის სააშკარაოზე გამოსატანად, ხელს შევუწყობთ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ არასაკმარისი მოთხოვნაა. ჩვენ მოვითხოვოთ იმ გენერალური პროკურორის გადაყენება, რომელმაც ივანიშვილის დავალება უბრალოდ ცუდად შეასრულა. შოთაძე არის ივანიშვილის დავალების ცუდად შემსრულებელი ადამიანი. ჩვენ რეალურად განტევების ვაცს ვთავაზობთ ივანიშვილს შოთაძის სახით. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შოთაძე არის აბსოლუტურად ნომინალური ადამიანი, არაფერს იგი არ წყვეტს პროკურატურაში და თავიდან ბოლომდე ეს ჩავარდნილი გეგმა, რომელიც უკავშირდება საპატრიარქოს, ბუნებრივია ივანიშვილის მეცადინეობითა და მისი ხელმძღვანელობით დაიგეგმა. ახლა ამ უკანონო ბრძანების ერთ-ერთი შემსრულებლის, შოთაძის გადადგომა მოვითხოვოთ და თამასა ამდენად დავწიოთ ქვემოთ, ერთადერთი ეს წუხილი მაქვს მე, თორემ შოთაძეც უნდა გადადგეს, კვირიკაშვილიც და ივანიშვილიც ჩამოშორდეს მართვის სადავეებს. მაგრამ საუბარი შოთაძეზე, რომელიც მხოლოდ ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში, ჩემი აზრით, არასერიოზულია, მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვაწერთ ხელს, მაგრამ ძალიან არასერიოზულია, როდესაც მთელ ამ წარმოუდგენელ სკანდალურ ისტორიაში შოთაძე არის გამოკვეთილი, ერთ-ერთი ჭანჭიკი იმ დანაშაულებრივ მექანიზმში, რომელიც ივანიშვილის მიერაა შექმნილი”, - განაცხადა მელიამ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა