Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

17:31 17.02.2017
"მამა გიორგი ბედნიერია, რომ პატრიარქს მისი სჯერა" - დაკავებული დეკანოზის ადვოკატი

მამა გიორგი მამალაძე ბედნიერია, რომ პატრიარქს სჯერა მისი პიროვნების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა.



„გადავეცი პატრიარქის პოზიცია, რის გამოც ორმაგად ბედნიერია და მოხარულია, რომ პატრიარქს სჯერა მისი პიროვნების“, - განაცხადა ფანცულაიამ.



მან ასევე ისაუბრა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც 4 დღეა, მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს მკურნალობის კურსთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს, ვინაიდან რაც შესაძლებელია, ყველანაირ გამოკვლევას უტარებენ.



მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერლინში, ერთ-ერთ კლინიკაში განაცხადა, სადაც მას რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. 

ავტორ(ებ)ი : interpressnews.ge
ვრცლად


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა