Powered by Jasper Roberts - Blog

16:55 17.02.2017
თბილისის არქიტექტურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

ჯავახეთის ქ. N66-ში არსებული ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის არქიტექტურის სამსახურს მომართა მოქალაქე თამაზ ქართველიშვილმა ჯავახეთის ქ. N66-ში არსებული მიწის ნაქვეთების  ფუნქციური ზონის, კერძოდ  ზოგადი საცხოვრებელი ზონისა და საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 1 -ის სარეკრეაციო ზონა 1-ით ცვლილების მოთხოვნით.

 

 

აღნიშნული საკითხი განხილული იქნა „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 16 აპრილის #16 სხდომაზე და მიეცა თანხმობა გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით,  კერძოდ ფუნქციური ზონის ცვლილება მისაღებია, მხოლოდ იურიდიული პრობლემების მოგვარების შემთხვევაში.

 


 

მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით  განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში, შესაბამისად აღნიშნული საკითხი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად არ გადაგზავნილა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge