Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

16:45 17.02.2017
"არ ვაპირებ მამა გავხდე"- კიანუ რივზის გულახდილი აღიარება

ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა კიანუ რივზმა განაცხადა, რომ მამა არასოდეს გახდება. ეს გულახდილი განცხადება მსახიობმა ბრიტანულ ჟურნალთან Esquire ინტერვიუში გააკეთა.


„მე უკვე 52 წლის ვარ, უკვე ძალიან გვიანია, მე არ ვაპირებ მამა გავხდე, ეს საკითხი დასრულებულია.“- განაცხადა კიანუ რივზმა.

 

ჟურნალისტმა მსახიობს უთხრა, რომ ასაკოვან ადამიანებსაც უჩნდებათ შვილები და მაგალითად მიკ ჯაგერი მოუყვანა, რომელიც 73 წლის ასაკში მერვე შვილის მამა გახდა. პასუხად კი რივზისგან მიიღო: „ის უკვდავია. რამდენი წლისაა? ო, ღმერთო!“

 

კიანუ რივზი დაქორწინებული არასოდეს ყოფილა, 1999 წელს ის შეიზლებოდა მამა გამხდარიყო, თუმცა მის შეყვარებულს ჯენიფერ საიმს მკვდარი გოგონა გაუჩნდა, ორი წლის შემდგ კი საიმი ავოკატასტროფაში დაიღუპა.

 

კიანუ რივზი ცნობილია მარტოობისადმი მიდრეკილებით, მას ხშირად ამჩნევენ ქუჩაში და პარკებში მარტოდ მოსეირნეს. 2010 წელს დიდი პოპულარობა მოიპოვა მისმა ფოტომ, სადაც ასახულია როგორ ზის კიანუ რიოვზი მარტო და სენდვიჩს მიირთმევს, მსახიობი ამ „მოწყენილი კიანუს“ ფოტოთი „მემეების“ გმირიც გახდა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა