Powered by Jasper Roberts - Blog

16:07 17.02.2017
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ტინისხიდში გზის რეაბილიტიცია დაიწყო. ასფალტის საფარის ორმოული შეკეთება, გვერდულების მთიდან ჩამოტანილი მასისგან გაწმენდა, საგზაო ნიშნების დამონტჟება და გზის საფარის დახაზვა 1 კმ-იან მონაკვეთზე განხორციელდება - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და გამგებლის მოადგილემ ალექსი ვეშაპურმა დაათვალიერეს.


გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წელს გზების მოვლა-პატრონობისთვის 500 00 ლარი აქვს გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1" ახორციელბს.


გზის საფარის რეაბილიტაცია სოფელ ტინისხიდის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის  სხვა სოფლებშიც ეტაპობრივად განხორციელდება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge