Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

15:56 17.02.2017
„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის" რიგით მეოთხე ფორუმი ჩატარდება

„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ რიგით მეოთხე ფორუმი გაიმართება 20 თებერვალს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართება „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ რიგით მეოთხე ფორუმი, რომელსაც გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ფორუმზე გაიმართება კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების არჩევნები, რომლის შედეგები გამოცხადდება შეხვედრის დასარულს და დამტკიცდებიან კანდიდატები 1 წლის ვადით. ხოლო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი წარადგენს „ასოციაციის 2015-2016 წლების ანგარიშს“.

 

ღონისძიებაზე პროფესიული გნათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კახაბერ ერაძის, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის თამარ სანიკიძისა და საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ გაკეთდება მოხსენებები პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებასთან დაკავშირებული სამომავლო ხედვების შესახებ. ფორუმს დაესწრებიან და დისკუსიის რეჟიმში მონაწილეობას მიიღებენ კერძო კოლეჯების ხელმძღვანელი პირები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ბიზნეს სექტორი.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის საქმიანობის მიზანია პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზება, პროფესიული განათლების სფეროში სამართლებრივი რეგულაციების სრულყოფის ხელშეწყობა, განათლების პრიორიტეტების განსაზღვრა, საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფა და სხვ. ამ მიზნის მისაღწევად კერძო კოლეჯების ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოცაიცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საერთაშორისო ორგანზიაციები აქტიურად თანამშრომლობენ და ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს შრომის ბაზრისთვის მისი მოთხოვნის შესაბამისი კადრების მიწოდებას. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge
ვრცლად


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა