Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

15:23 17.02.2017
განხეთქილების კაშხლები საქართველოში

«La Repubblica» (იტალია), 16 თებერვალი, 2017 წელი


http://www.repubblica.it/esteri/2017/02/16/news/le_dighe_della_discordia_in_georgia-158453722/

 

ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები ძალიან ხშირად, ბუნებრივი მოვლენების გამო, ადამიანებს საფრთხეს უქმნიან. ეს ნაგებობები ძალიან არამედეგია იმ ინფრასტრუქტურებს შორის, რომელიც კაცობრიობას დღემდე შეუქმნია. მართლაცდა, როცა შეჰყურებ წყლის უდიდეს მასას, რომელსაც ბეტონი კედელი იმაგრებს, ყოველთვის მღელვარება და შიშის გრძნობა გეუფლება... სწორედ ამიტომაც გარემოს დაცვის საკმაოდ ბევრი მომხრე ეწინააღმდეგება კაშხლების მშენებლობას, ზოგჯერ კი რადიკალურად - ჰიდროელექტროსადგურების აკრძალვის ჩათვლით“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ჯანპაოლო გადალანუ).


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ადამიანის ცხოვრება ენერგიის გარეშე ჯერ-ჯერობით წარმოუდგენელია, ამიტომაც ჰესებს არავინ აკრძალავს, მაგრამ მშენებლობისას ყველა ზომა უნდა იქნეს გათვალისწინებული, განსაკუთრებით გეოლოგიური საფრთხეების ლოკალიზების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ასეთი სადაო ნაგებობა საქართველოში შეიძლება ხუდონჰესის კაშხალი გახდეს, რომელიც სვანეთში მდებარეობს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან - აფხაზეთთან ახლოს. ხუდონჰესის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით, ჰიდროგეოლოგიური პრობლემების გამო, პროექტის რეალიზება შეჩერდა. თუმცა იქვე ახლოს მოსკოველმა ინჟინრებმა უფრო ადრე ენგურჰესი ააგეს, რომლის კაშხლის სიმაღლე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია - 271,5 მეტრი. საერთოდ კი, თბილისის გეგმებით, მდინარეებით მდიდარ ამ ზონაში 45 ენერგოობიექტი უნდა აშენდეს.


გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები ნენსკრაჰესის მშენებლობის წინააღმდეგაც გამოდიან, რომელმაც ქვეყანას 280 მეგავატი ელექტრონერგია უნდა მიაწოდოს. ნენსკრაჰესს კორეული კომპანია „ქეი ვოთერი“ ააშენებს, მასში იტალიური ფირმა „სალინი იმპრეჯილო“ მონაწილეობს. მშენებლობა საერთო ჯამში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ჯდება, აქედან  საქართველოს მთავრობა 575 მილიონ დოლარს დახარჯავს, დანარჩენ თანხას კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უზრუნველყოფენ.


 

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ სვანეთში იმ სოფლების მოსახლეობაც გამოდის, რომლებთაც წყლის დაგუბებისა და წყალსაცავის შექმნის შემდეგ მშობლიური ადგილებიდან გადასახლება მოუწევთ. მოსახლეობის მოთხოვნას ყურადღებას არავინ აქცევს, „ნაციონალი“ მიხეილ სააკაშვილის მთავრობიდან დაწყებული, „ქართული ოცნებით“ დამთავრებული. ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კახა კალაძე ხელმძღვანელობს, ფეხბურთის კლუბ „მილანის“ ყოფილი მცველი. იგი თავდაპირველად კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მოგვიანებით პროექტს მხარი დაუჭირა. ჰესების მშენებლობის თაობაზე მთავრობის ენთუზიაზმი ადგილობრივი მოსახლეობის სკეპტიციზმით იჩრდილება. სვანები ხელისუფლებას ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებას სთხოვენ. როცა ბუმბერაზ კავკასიონის მწვერვალებსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ სვანეთის მთავარი ქალაქის - მესტიის პანორამას შეჰყურებ, სვანებს ვერაფერში დაადანაშაულებ, მათი მოთხოვნა სამართლიანია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
ვრცლად


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა