Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

13:36 17.02.2017
"კომენტარი, რომელიც ლავროვისგან მოვისმინეთ, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა" - ირაკლი მენაღარიშვილი

 გაზეთ „რეზონანსში“ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მან რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

პირადად მე ამის დიდი იმედი არ მაქვს, რადგან უკანასკნელი კომენტარი, რომელიც ჩვენ ბატონი ლავროვისგან მოვისმინეთ, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. მან განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებას დიდი და სერიოზული მუშაობა სჭირდება, რისთვისაც საჭიროა ქვეყნებს შორის ურთიერთობის უფრო მაღალი დონე, ვიდრე დღეს არსებობს. პრაქტიკულად საქართველოსთვის ვიზების მოხსნის აუცილებელ პირობად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დაასახელა. გასაგებია, რომ ეს იყო მინიშნებით, მაგრამ სხვაგვარად მისი სიტყვების გაგება შეუძლებელია. ამასთან ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირირება აბსოლუტურად უსაფუძვლოა,“ - განაცხადა მენაღარიშვილმა.

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველომ გადადგას მსგავსი ნაბიჯი და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე წავიდეს, მენაღარიშვილი პასუხობს:


მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ შორის რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემოღების გამო არ შეწყვეტილა. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, მოგეხსენებათ, რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და საელჩოებიც გახსნა. საქართველო კი, რა თქმა უნდა, ვერ შეეგუება იმას, რომ მის ლეგიტიმურ ტერიტორიაზე რუსეთის 3 საელჩო იყოს.

 

ამიტომ ამ თემაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის კომპლექსში. ეს სულ სხვა თემაა და მისი ვიზებთან დაკავშირება უსაფუძვლოა. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ რუსეთი ამგვარი მიზნით საქართველოს აიძულებს, თავისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას, ვფიქრობ, მსგავს მცდელობას პერსპექტივა არ გააჩნია. მიმაჩნია, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის მხრიდან იმ პირობებში, როცა საქართველოს თავად აქვს გაუქმებული, ისევ რუსეთის ინტერესებში შედის“, - აცხადებს მენაღარიშვილი. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge
ვრცლად


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა