Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

13:03 17.02.2017
"როგორ უნდა ენდოს ამათ ადამიანი, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები თეთრეულივით იცვლიან შეხედულებებს" - გიგლა ბარამიძე

ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს.

 

ბარამიძის განმარტებით, პოლიტიკური თუ არასამთავრობო პარტიების წარმამდეგენლები ნიშნის მოგებით საუბრობენ პატრიარქზე, რაც მეტყველებს სურვილზე, რომ ეკლესიაში „საქმე ცუდად იყოს“. რაც შეეხება, უშუალოდ „ციანიდის საქმეს“, ბარამიძის მოსაზრებით, ეს ხელისუფლების სისუსტის დამადასტურებელი კიდევ ერთი ფაქტია.

 

სხვადასხვა არასამთავრობოები თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იუდას მზერით გამოდიან და ნიშნის მოგებით საუბრობენ საპატრიარქოზე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცას ძალიან უნდა, ეკლესიაში საქმე ცუდად იყოს.  ციანიდის საქმის გარშემო მომხდარი გაუგებრობა კი ძალიან სამარცხვინოა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მთელი რიგი შტოები სერიოზულად არის მოფამფალებული. ისეთ დაბალ დონეზე არიან, ლამის სახლობანას თამაშობენ. როგორ უნდა ენდოს ამათ ადამიანი, როგორ უნდა გჯეროდეს სამართლიანობის აღდგენის, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები თეთრეულივით იცვლიან შეხედულებებს და თავიანთი განცხადებები უკან მიაქვთ. მართალია, პროკურატურას თავიდანვე პირდაპირ არ განუცხადებია, რომ პატრიარქის შესაძლო მოწამვლაზე იყო საუბარი, მაგრამ ყველაფერი ამ ვერსიის განვითარებისკენ წაიყვანეს. საგანგებო განცხადებები გააკეთეს ქვეყნის პირველმა პირებმაც. მთელი სამი დღე ეს ვერსია მუსირებდა.“ , - განმარტავს ბარამიძე.

 


ბარამიძის მოსაზრებით, ვიღაცებს სურთ საზოგადოებას ეკლესიის მანკიერი სახე დაანახონ. მეტიც, ყოფილი პოლიტდევნილი, ამასთანავე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების შიგნით არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ დაასუსტონ პრემიერი.

 


 

ვიღაცებს უნდათ, პატრიარქის დაცვის მოტივით შეაღწიონ საპატრიარქოში და საზოგადოებას დაანახონ, მათი ჭკუით, ეკლესიის მანკიერი მხარე. ამის მცდელობა დიდი ხანია აქვთ სხვადასხვა ტიპის გრანტიჭამიებს. ერთ რამესაც მივაქციოთ ყურადღება _ ის ადამიანები, რომლებიც ბოლო წლები ეკლესიასა და მართლმადიდებლობას ებრძვიან, როგორ უცბად დატკბნენ და გამუდმებით პატრიარქის ჯანმრთელობაზე საუბრობენ. სინამდვილეში ეს იყო მხოლოდ ფონი და ამას ეკლესიის ლანძღვა მიაყოლეს. აშკარად იგრძნობა, რომ მთავრობის შიგნით არის ჯგუფები, რომლებიც პრემიერის დასუსტებას ცდილობენ. არ არის გამორიცხული, ციანიდის საქმეც მის დასუსტებას ისახავდეს მიზნად. ამ საქმემ გიორგი კვირიკაშვილი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მან განცხადებები იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რაც პროკურატურამ მიაწოდა.- , განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა