Powered by Jasper Roberts - Blog

12:40 17.02.2017
"ზოგიერთებს პატრიარქთან ნდობა რომ მოეპოვებინათ და „ერთგულება“ დაემტკიცებინათ" მისი მოწამვლის ფაქტს ბევრჯერ აჟღერებდნენ" - პეტრე მამრაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მწვავე მოვლენებზე საუბრობს.

 

მამრაძის მოსაზრებით, შეუძლებელი იყო საუბარი უწმინდესის ან რომელიმე იერარის მიმართ კმვლელობაზე ყოფილიყო.

 


თავიდანვე ვიფიქრე, რომ შეუძლებელი იყო, საუბარი ყოფილიყო უწმინდესის ან რომელიმე იერარქის მიმართ მკვლელობის მზადებაზე. დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ თვითონ თქვა, რომ წარუდგინეს ბრალდება, სადაც არაფერია ნათქვამი უწმინდესზე კი არა, საერთოდ, სასულიერო პირზე.“ , - აღნიშნავს მამრაძე.

 

რაც შეეხება პატრიარქის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ არა ერთ ინფორმაციას, მამრაძე აცხადებს, რომ მოწამვლის შესახებ ინფორმაციას სწორედ პატრიაქთან დასაახლოვებლად ავრცელებდნენ.

 


ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ ამას [მოწამვლის ფაქტს. რედ.] ამბობდნენ სწორედ პატრიარქის მოსატყუებლად - ზოგიერთებს მასთან ნდობა რომ მოეპოვებინათ და ერთგულება დაემტკიცებინათ. ასეთი ქმედებები ცნობილია ისტორიაში და ახლაც არის. მაგალითად, ზურაბ ადეიშვილი გიგი უგულავას ერთი კვირის დავალებას აძლევდა. გიგი უგულავა ასრულებდა. შემდეგ ადეიშვილი, როგორც იუსტიციის მინისტრი და პროკურორი, საქმეს აღძრავდა გიგი უგულავას წინააღმდეგ. გავიხსენოთ, დავით უსუფაშვილი რომ ამბობდა, გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმე ჩვენამდე იყო აღძრულიო. გაოგნებულები იყვნენ, ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში სისხლის სამართლის საქმეების ტომები დახვდათ.“ , - განაცხადა ყოფილმა პარლამენტარმა

 

მამრაძემ, აგრეთვე, კორუფციულ სქემებში მაღალჩინოსნების მონაწილეობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ პროცესებში ყველა დროის ჩინოვნიკები მონაწილეობენ.

 


 

ყველა დროის ჩინოვნიკები არიან ჩართული. ფირმების სახელები არ მახსოვს, მაგრამ, როცა შამპანურების, საწვავისა და სხვა საქონლის შემოტანა ხდებოდა საპატრიარქოს ეგიდით 1990-იან წლებში, ამაზე იუმორითაც კი საუბრობდნენ, თუ ვინმე იყო თაღლითი, ყველამ ეკლესიას შეაფარა თავიო. თქვენ თქვით, რომ რაც ეკლესიასთან დაკავშირებით ახლა ხდება, ცუდია. მე ვამბობ, რომ ცუდია, როცა ეს რეალობაა, მაგრამ კარგია, როცა, ბოლოს და ბოლოს, ითქვა., - აღნიშნავს მამრაძე.

ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა