Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

21:20 15.02.2017
მიშა, არ გაიტეხო გული, მე შენი დაუძინებელი მტერი ვიყავი, მაგრამ ახლა ვნანობ - ვინ არის “ქართულ ოცნებაში” ჩანერგილი ნაციონალი

ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილის, გიზო სართანიას დედა ლალი ანთია არენაზე კვლავ გამოდის. ანთია ამჟამად უკვე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების მეშვეობით ეხმიანება და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ მას და მის ხელისუფლებას ებრძოდა. ლალი ანთია გაზეთ “ქრონიკა პლუსის” საშუალებით ღიად და დაუფარავად მიმართავს ყოფილ პრეზიდენტს და ჰპირდება, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, რაც ანთია მასზე კიდევ განახორციელებს “თავისებურ მონიტორინგს,” ისევ ძველ სავანეს დაუბრუნდება.

“მიხეილ სააკაშვილს მინდა მივმართო: მიშა, არ გაიტეხო გული, მე შენი დაუძინებელი მტერი ვიყავი, მაგრამ ახლა ვნანობ, თუმცა ჯერ კიდევ უნდა დაგაკვირდე, რას მოიმოქმედებ და როგორ”-წერს გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში თავად ლალი ანთია.

ანთიაზე თავიდანვე არსებობდა ეჭვი, რომ თაღლითობის მუხლით ბრალდებული ციხიდან სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გასაჭირის ჟამს გაანთავისუფლა. ამის დასტურას smo nesw-ის არქივში “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო შტაბის უფროსის, იმჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ზაზა გოროზიას აუდიოჩანაწერიც ინახება. გოროზია SMO NEWS-თან აცხადებს, რომ ანთია “ნაციონალური მოძრაობის” ის პროექტია, რომელმაც “ქართულ ოცნებაში” ჰპოვა მშვიდი ნავსაყუდელი. ლალი ანთია იმხანად ხშირ კონტაქტზე გადიოდა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდის უფროსთან რუსლან შამახიასთანაც. ხელისუფლების დავალებით შამახიას პირდაპირ ჰქონდა ნაბრძანები ლალი ანთიას ნაბიჯები გაეკონტროლებინა. სარწმუნო წყაროს ცნობით კი ანთიას, ფარული აგენტობისთვის ყოველდღიურად  შესაბამის თანხასაც უხდიდნენ. სანაცვლოდ კი ანთია “ნაციონალური მოძრაობას” “საჭირო ინფორმაციებს” აწვდიდა “ქართული ოცნების” შტაბიდან.

გაზეთ “ქრონიკა პლუსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში ლალი ანთიას სამიზნე ისევ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონიაა. შონიას ანთია სხვადასხვა ბრალდებებთან ერთად 1998 წლის 31 მარტს გოჩა ესებუას მკვლელობის ორგანიზებაშიც ადანაშაულებს.

SMO NEWS-მა სწორედ ამ პერიოდის ვიდეო და აუდიო მასალები მოიძია, დაუკავშირდა ყველა იმპირს, რომლებიც სპეცოპერაციასთან იყვნენ დაკავშირებულნი. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სპეცოპერაცია 1998 წელს სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგეგმა. მოქმედ პირებს შორის არ ფიგურირებს ლევან შონია. სპეცოპერაცია მაშინ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პიროვნების წინააღმდეგ მოქმედმა ხელისუფლებამ, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგეგმა. სამეგრელოში აღნიშნულ სპეცოპერაციას შსს-ს მაღალჩინოსანი, გენერალი თემურ მურღულია ხელმძღვანელობდა.იმის უტყუარობას, რომ გოჩა ესებუას წინააღმდეგ წარმოებულ სპეცოპერაციას მურღულია ხელმძღვანელობდა, პირველი არხის მიერ ექსკლუზიურად ჩაწერილი ინტერვიუც მოწმობს. ინტერვიუში თავად თემურ მურღულია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო დაგეგმილი და სამეგრელოში აღნიშნული გეგმის განხორციელებას თავად ხელმძღვანელობდა. ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოარქივში დღემდე ინახება. თემურ მურღულია სამეგრელოში ჩატარებული სპეცოპერაციის პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანს გარკვეული კავშირებიც ქონდა ანთიასთან, როგორც ე.წ “ზვიადისტებთან” დაახლოებულ და ნდობით აღჭურვილ პირთან. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ანთიას მეშვეობით თემურ მურღულია აგვარებდა “შავ საქმეებს”.

გოჩა ესებუას მკვლელობიდან მოკლე ხანში თავად მინისტრის მოადგილემ ლალი ანთიას დაბადების დღე ფოთში მოქმედ ერთადერთ რესტორანში გადაუხადა, რომელიც ფოთის პორტის ტერიტორიაზე მდებარეობდა. როგორც სარწმუნო წყარო აცხადებს, ანთიას დაბადების დღის აღნიშნვას მურღულიასთან ერთად სხვა თანამდებობის მოქმედი პირებიც ესწრებოდნენ. როგორც იტყვიან, ანთიას “შრომა” აქაც დაუფასდა.

“გამომდინარე აქედან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლალი ანთიამ საკუთარი გარიგებები და ბინძური თამაშები სხვებს მიაწერა. ეს მისი გამოცდილი ხერხი და ხრიკია, რომელიც სამწუხაროდ უკვე დაუძველდა. ანთია იბრძვის და იღწვის “ძველი დიდების” დასაბრუნებლად, თუმცა ჯერჯერობით ამით ვერაფერს აღწევს. მან ყველაფერი დაკარგა. გავლენის სფეროები, ქრთამები და ყველაზე მთავარი, მისი მუქარებით ის უკვე ვერავის აშინებს. ბოლო ხატად კი ისევ მიშა სააკაშვილი დარჩა, რომლის თამაშსაც ის ყოველთვის თამაშობდა და აგერ უკვე ნათლად დაინახა ყველამ რეალობა”-აცხადებს SMO NEWS-ის წყარო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა