Powered by Jasper Roberts - Blog

20:39 15.02.2017
2016 წელს ევროპაში 382 ათასამდე არალეგალი ჩავიდა

2016 წელს, ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და აფრიკიდან ევროპაში 382 ათასამდე არალეგალი ჩავიდა. ამის შესახებ საერთაშორისო სააგენტო EC Frontex-ი წერს.გამოცემის თანახმად, 2016 წელს არალეგალი ემიგრანტების ნაკადი ბევრად ნაკლებია ვიდრე ეს 2015 წელს იყო. 2015-ში ევროპის საზღვრები უკანონოდ 1.8 მილიონმა არალეგალმა გადაკვეთა. 2016 წელს მიგრანტთა უდიდესი ნაწილი იტალიასა და საბერძნეთში ჩავიდა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საზღვრებზე მიგრანტთა უდიდესი ნაწილი აცხადებდა, რომ სირიის მოქალაქე იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ არალეგალურად გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობა აფრიკის ქვეყნებიდან იყვნენ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge