Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

16:59 15.02.2017
კარტოფილის დიეტა - სამ დღეში მინუს 2 კილოგრამი

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, დროა, სხეულის ფორმებზე ერთიორად ვიზრუნოთ. ვეცდებით, ამჯერად ისეთი დიეტა შემოგთავაზოთ, რომელიც თან წონის კორექციაში დაგეხმარებათ და ამავდროულად, გემრიელი და სასარგებლოც იქნება.



ცნობისთვის, კარტოფილი არ შეიცავს ცხიმებს, დაბალკალორიულია (100 გრ კარტოფილი მხოლოდ 60 კკ-ს შეიცავს) და კარგად ანაყრებს.



თუკი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ სხვადასხვანაირად მომზადებულ კარტოფილს მიირთმევთ, 2 კგ-ის დაკლებას შეძლებთ. აუცილებელია, დღეში სამჯერ მიირთვათ და 1.5-2 ლ წყალი დალიოთ.



თქვენთვის სასურველი საუზმის, სადილისა და სამხრის ვარიანტები კი შეგიძლიათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტებიდან აარჩიოთ.



პირველი დღე

სადილი: კარტოფილი ხაჭოთი

ერთი ულუფისთვის:
 250 გრ კარტოფილი, 250 გრ უცხიმო ხაჭო, მინერალური წყალი, 175 გრ კიტრი, მწვანილი.

მომზადება:
 კარტოფილი გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ. ხაჭოში აურიეთ წვრილად დაჭრილი კიტრი და მოხარშულ კარტოფილს კრემივით წაუსვით, ზემოდან კი მწვანილი მოაყარეთ.

1 ულუფა შეიცავს: 250 კკალ, 39 გრ ცილებს, 42 გრ ნახშირწყლებს.

სამხარი: კარტოფილის სალათა ხორცით

ერთი ულუფისთვის: 225 გრ კარტოფილი, 75 გრ მჭლე ხორცი, 100 გრ პომიდორი, 75 გრ სალათის ფურცლები, 1 თავი ხახვი, 2 ს/კ ვაშლის ძმარი და 1%-იანი იოგურტი.

მომზადება:
 ალყა-ალყა დაჭერით მოხარშული კარტოფილი, ხახვი და პომიდორი, აურიეთ სალათის ფოთლები, წვრილად დაჭრილი ხორცი, ვაშლის ძმარი და იოგურტი. 1 ულუფა შეიცავს: 330 კკალ, 22 გრ ცილებს, 12 გრ ცხიმებს, 36 გრ ნახშირწყლებს.

 



მეორე დღე

სადილი - ”გამომცხვარი” კარტოფილი

1 ულუფისთვის: 225 გრ კარტოფილი, 100 გრ საქონლის ფარში, 1 კვერცხი, 100 გრ ტომატი ან პომიდორი, 1 ს/კ არაჟანი, 50 გრ ზეთი, ხახვი, მწვანილი.

მომზადება:
 ფარში ხახვთან ერთად, დაუმატეთ პომიდორი, სურვილისამებრ, სუნელები. თუნუქის ფურცელზე მოათავსეთ დაჭრილი, მოხარშული კარტოფილი, მოაყარეთ შეზავებული ფარში, მოასხით არაჟანთან ერთად გათქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.

1 ულუფა შეიცავს:
 350 კკალ, 30 გრ ცილებს, 12 გრ ცხიმებს, 30 გრ ნახშირწყლებს.

სამხარი:
 კარტოფილი კარით

ერთი ულუფისთვის:
 200 გრ კარტოფილი, სტაფილო, 1 კოლრაბი (ან თალგამი), 75 გრ იოგურტი (1-პროცენტიანი), 200 მგ ბულიონი, მწვანე ხახვი, კარი.

მომზადება:
 შეწვით სტაფილო და კოლბარი, დაუმატეთ კანიანად მოხარშული და შემდეგ 4 ნაწილად გაჭრილი კარტოფილი, მოასხით ბულიონი, მოთუშეთ 5 წუთი, დაუმატეთ კარი და ხახვი.
1 ულუფა შეიცავს: 300 კკალ, 11 გრ ცილებს, 8 გრ ცხიმებს, 44 გრ ნახშირწყლებს.

 



მესამე დღე

სადილი: ჩაშუშული კარტოფილი

1 ულუფისთვის:
 200 გრ მოხარშული კარტოფილი, 2 კვერცხი, 100 გრ პომიდორი ან ტომატი, 1 ჩ/კ ზეთი, 4 ს/კ რძე, ხახვი, მარილი, პილპილი.

მომზადება:
 ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, პომიდორი შუაზე, მოხარშული კარტოფილი რგოლებად. ყველაფერი ერთად მოთუშეთ. დაუმატეთ მწვანილი. კვერცხი ათქვიფეთ რძესთან და მარილთან ერთად. მოასხით ბოსტნეულს და რამდენიმე წუთში კერძიც მზადაა.

1 ულუფა შეიცავს:
 350 კკალ, 20 გრ ცილებს, 5 გრ ცხიმებს, 32 გრ ნახშირწყლებს.

სამხარი


რაგუ ინდაურით


1 ულუფისთვის:
 200 გრ კარტოფილი, 200 გრ ბრიუსელის კომბოსტო, 125 გრ ინდაურის ხორცი, 75 მგ ბოსტნეულის ბულიონი, მწვანე ხახვი.

მომზადება: ხახვი და ინდაურის ფილე დაჭერით კუბებად და შეწვით მცენარეულ ზეთში, დაუმატეთ სუნელები, მოხარშული კარტოფილი კომბოსტოსთან ერთად, დაასხით ბულიონი და ხარშეთ მომზადებამდე.


1 ულუფა შეიცავს: 300 კკალ, 40 გრ ცილებს, 6 გრ ცხიმებს, 31 გრ ნახშირწყლებს.

საუზმე:
 პირველი ვარიანტი: მოხარშული კვერცხი, ჭვავის პური (45 გრ), 200 მლ ხილის წვენი

მეორე ვარიანტი:
 ერთი ნაჭერი ჭვავის პური, 50 გრ უცხიმო ხაჭო მწვანილით. 1 ჭიქა უშაქრო ყავა.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა