Powered by Jasper Roberts - Blog

16:06 15.02.2017
მუცლის შებერილობა - გამომწვევი მიზეზები და პრევენცია

შებერილი მუცელი არა მხოლოდ ესთეტიურადაა ულამაზო, არამედ, დისკომფორტსაც იწვევს. შესაძლებელია, ეს რომელიმე დაავადების სიმპტომიც კი იყოს, როგორიცაა ღვიძლის, ან გულის დაავადებები. მუცლის შებერვა სითხის დაგროვების ბრალი არაა. მუცლის ღრუ ის ადგილი არ არის, სადაც სითხე თავდაპირველად გროვდება. როგორც წესი ზედმეტი სითხის არსებობა ფეხებსა და კოჭებზე შეიმჩნევა. რის გამო გროვდება აირი ჩვენს მუცელში?


1.    მოერიდეთ ყაბზობას

ძალიან ცოტა სითხის მიღებამ და ნაკლებმა ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება ყაბზობა გამოიწვიოს, რაც მუცლის შებერვის მიზეზი გახდება.  მიიღეთ მეტი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, თხილი. დღის განმავლობაში მიიღეთ 6-8 ჭიქა წყალი და ყოველდღიურად ვარჯიშს 30 წუთი მაინც  დაუთმეთ.

 

2.    გამორიცხეთ ალერგია

აირების დაგროვება და მუცლის შებერვა საკვებზე ალერგიის არსებობამაც შეიძლება გამოიწვიოს. ადამიანების უმრავლესობა ამა თუ იმ პროდუქტზე ალერგიის დიაგნოზს თავად სვამს და მათი ოდენობა მინიმუმამდე დაჰყავს კვების რაციონში. თუ ფიქრობთ რომ რაიმეზე ალერგია გაქვთ, გადაამოწმეთ ექიმთან. შეიძლება შებერილობა ამ პროდუქტის რაიმე სხვა საკვებთან ერთად მიღების გამო გაქვთ, ან მაგალითად, მხოლოდ რომელიმე ტიპის ყველი მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე ცუდად. ყველა ამ პროდუქტზე გადაჭრით უარს ნუ იტყვით. უმჯობესია, დანამდვილებით იცოდეთ პრობლემის არსი.

 

 
 

3.    ნუ მიირთმევთ მეტისმეტად სწრაფად

სწრაფი ჭამისას საკვების პირში საკმარისად დამუშავებას ვერ ასწრებთ რაც მერე პრობლემებს იწვევს მუცლის ღრუში. ისიამოვნეთ საკვების მიღების პროცესით. ეცადეთ თქვენი ულუფის ათვისებას 30 წუთი მაინც დაუთმოთ. საჭმლის მონელება პირის ღრუში იწყება. ნუ იჩქარებთ ლუკმის გადაყლაპვას. თანაც, რაც უფრო ნელა შეჭამთ, უფრო ნაკლები საკვების ჭამის სურვილი გექნებათ.

 

 

4.    მოერიდეთ გაზიან სასმელებს

გაზიანი სასმელები ორგანიზმისთვის მავნებელია. მათ ნაცვლად უმჯობესია ჩვეულებრივი წყალი მიიღოთ ლიმონთან ან კიტრთან ერთად. ასევე, შეგიძლიათ ისინი მწვანე ჩაით ჩაანაცვლოთ. ეს მუცლის შებერილობას აშკარად შეამცირებს.

 

5.    ნუ დაღეჭავთ საღეჭ რეზინს ხშირად

აირების დაგროვებას საღეჭი რეზინიც იწვევს. თუ ჩვევად გაქვთ მისი მოხმარება და ვერ ელევით, ხანდახან რაიმე მაგარი ტკბილეულით ჩაანაცვლეთ. შეიძლიათ მათ ნაცვლად ხილით, ბოსტნეულით ან დაბალკალორიული ბატიბუტით გაერთოთ.

 

6.    შეამცირეთ შაქრის რაოდენობა

ეცადეთ დღეში 2-3 ხელოვნურად დამტკბარ პორციაზე მეტი საკვები და სასმელი არ მიიღოთ.

 

7.    შეზღუდეთ სოდა

სანამ პროდუქტს შეიძენთ, წაიკითხეთ იარლიყზე შემადგენლობა. სასურველია, პროდუქტს ეწეროს ,, sodium free’’, "low sodium," ან "very low sodium.’’

 

8.    თანდათან შეაჩვიეთ ორგანიზმი მარცვლოვნებს

თუ მიჩვეული არ ხართ ლობიოს ჭამას, ცხადია, ეს თქვენს ორგანიზმზე იმოქმედებს და შეიძლება აირების დაგროვებაც გამოიწვიოს. ამის გამო მათზე საერთოდ უარს ნუ იტყვით. დაიწყეთ მათი მიღება თანდათან. დროთა განმავლობაში ორგანიზმი შეეჩვევა და მათი მონელებაც არ გაუჭირდება.

9.    მიირთვით ხშირად და მცირე ულუფებით.

ადამიანების უმრავლესობა დატვირთული რეჟიმის გამო სწორად კვებას კი არა, ხანდახან დღის განმავლობაში საჭმლის სამჯერ მიღებასაც ვერ ახერხებს. შესაბამისად, მეტისმეტად მშიერ კუჭზე იმაზე მეტსაც ჭამენ, ვიდრე ეს ორგანიზმს სჭირდება ან საჭმლის მომნელებელ სისტემას შეუძლია, გადაამუშაოს.

 

10. სცადეთ მუცლის შებერვის საწინააღმდეგო საკვები და სასმელი.

თუ შებერილობა მაინც გაწუხებთ, მიიღეთ ამ პრობლემის საწინააღმდეგო პროდუქტები. ესენია: ჩაი, ანანასი, ოხრახუში, პრობიოტიკების შემცველი იოგურტი... 

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge