Powered by Jasper Roberts - Blog

02:30 15.02.2017
არაოფიციალურად, 20 თებერვლამდე აქვს ჩვენს ხელისუფლებას ვადა რუსთავი-2-ის და ვანო მერაბიშვილის თემის მოსაგვარებლად - ეს იყო უპირობო მოთხოვნა ვიზალიბერალიზაციის საპირწონედ

სახალხო პარტიის წევრი გოგი ლორთქიფანიძე სოცლიალურ ქსელში სკანდლურ განცხადებას ავრცელებს: „როგორც ვიცი, 20 თებერვლამდე აქვს არაოფიციალურად ჩვენს ხელისუფლებას ვადა რუსთავი-2-ის და ვანო მერაბიშვილის თემის მოსაგვარებლად. ეს იყო უპირობო მოთხოვნა ვიზალიბერალიზაციის საპირწონედ. 2 მოთხოვნა იყო კიდევ და შეასრულეს - უგულავა და კაბელების საქმეები.შეიძლება ვცდები და გამოჩნდება ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში... თუ მოლაპარაკება ამ 4 საკითხზე იყო (არადა იყო) და ვიღაცა ცდილობს ფორს-მაჟორში რ-2 საკითხი დაძაბოს და პირობის შესრულებაზე ამით უარი თქვას, მაშინ ამას ძალიან ცუდი რეაქცია მოყვება დასავლეთიდან ჩვენს მიმართ... ჩვენი, ანუ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ემოციები წავა, ჩაივლის - შედეგები კი დარჩება...,“ წერს ლორთქიფანიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge