Powered by Jasper Roberts - Blog

00:42 15.02.2017
15 თებერვალს მართლმადიდებელი სამყარო მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15 თებერვალს, მართლმადიდებელი სამყარო უფლისა ჩვენისა - იესოს საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს! მირქმა (მიგებება) – შობიდან მეორმოცე დღეს აღინიშნებოდა, როდესაც ტაძრად ყრმის მიყვანა და მის სახელზე მსხვერპლის შეწირვა ხდებოდა... მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, მაგრამ VI საუკუნემდე იგი გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას სხვა დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ და, როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

მირქმის საუფლო დღესასწაული გვამცნობს ორ ფუნდამენტურ დოგმატურ სწავლებას:
1. ღვთისმშობელი არის მარადქალწული;
2. ღვთისმშობლისგან შობილი ყრმა იესო არის მხსნელი ამა სოფლისა - განკაცებული ღმერთი!

უფალი იესოს მირქმის მადლი და ძალა ჰფარავდეს სრულიად საქართველოს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge