Powered by Jasper Roberts - Blog

17:13 14.02.2017
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სისხლის გაწმენდა - უძველესი შემოწმებული რეცეპტები...

1) 1 ს.კ. გაუსუფთავებელ შვრიას დაასხით 0.5 ლ წყალი (სასურველია გაფილტრული) და დატოვეთ მთელი ღამით. თუ გაქვთ მაღალი წნევისკენ მიდრეკილება - დაუმატეთ 1 ს.კ. ქერის ბურღული (პერლოვკა). დილით იგივე წყალში ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში დიდ ცეცხლზე თავსახურის გარეშე, შემდეგ კი - ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში თავსახურით. ცეცხლიდან გადმოდგით, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 10 წუთით. გაცივების შემდეგ გაწურეთ და დალიეთ 20-30 წუთით ადრე ჭამამდე 3-ჯერ დღეში (გაყავით მიღებული ნახარში 3 ნაწილად).



2) 1 ჭიქა შვრია გაცერით, გარეცხეთ, მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დატოვეთ მთელი ღამით. დილით გაწურეთ და დალიეთ 20-30 წუთით ადრე ჭამამდე და მთელი დღის განმავლობაში. ვინაიდან ნახარში მალე მჟავდება, მეორე დღისთვის არ დატოვოთ.



ორივე რეცეპტისთვის მკურნალობის კურსია 10 დღე. ამცირებს ქოლესტერინს, გამოყავს მარილები, შლაკები და ქვიშა, აუმჯობესებს სახის ფერს. წმენდს ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს და სისხლს.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge