Powered by Jasper Roberts - Blog

16:25 14.02.2017
"ხელისუფლება არ კმაყოფილდება მარტო „რუსთავი-2“-ის ჩახშობის სურვილით" - თამარ ჩხეიძე

საქართველოში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ მოვლენებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ყოფილი დისიდენტი და დეპუტატი თამარ ჩხეიძე საუბრობს. 

 

ჩხეიძე აცხადებს, რომ მისთვის სიტყვის თავისუფლების დასაცავი აქციების გამოჩენა არ იყო გასაკვირი. მეტიც, ჩხეიძის მოსაზრებით ტელეკომპანიების ხელში ჩაგდება მთავრობის სურვილია და ხელისუფლება მხოლოდ „რუსთავი 2“-ით არ კმაყოფილდება.

 


„მართლაც, ბევრი მტკივნეული პრობლემა დაგროვდა. სიტყვის თავისუფლების დასაცავი აქციები მოსალოდნელი იყო. მედიაზე შეტევა ხელისუფლებამ დიდი ხნის წინ, 2016 წლის არჩევნებამდე დაიწყო. მოსალოდნელი იყო ამ პროცესების გაგრძელება. ხელისუფლება არ კმაყოფილდება მარტო „რუსთავი-2“-ის ჩახშობის სურვილით. მისი მადა მარტო ამ ძლიერი ტელეკომპანიის მიმართ მოქმედებებით არ შემოიფარგლება. ეს ჩანს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებით.“ , - აღნიშნავს ჩხეიძე. 

 

ჩხეიძემ, აგრეთვე, ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმია, რისი მიზეზიც ხელისუფლების „სრული თვითნებობაა“. 



„ზოგადად, სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს ყველა სფეროში. ქვეყანაში სრული სამართლებრივი ნიჰილიზმია. ამის მიზეზია ხელისუფლების სრული თვითნებობა. ეს ჩანს, თუნდაც, ეკოლოგიაში. ციხისძირის კურორტი ყოველთვის განთქმული იყო თავისი მდიდარი და ულამაზესი ბუნებით. ციხისძირში ხეებზე შეტევა მიმდინარეობს.“ , - აცხადებს თამარ ჩხეიძე.

ავტორ(ებ)ი :