Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

16:07 14.02.2017
"ამ თემაზე კომპლექსურად არავინ მუშაობს, რადგან წამგებიანია! მე კი არ მეშინია" - პაატა დავითაია

 გაზეთ „ვერსიაში“ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერ პაატა დავითაიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის პირად ტრაგედიაზე საუბრობს.


აფხაზეთის ომში რიგითი მებრძოლი ვიყავი, რომელსაც ვერავინ შეამჩნევდა... ოჯახის წევრები დამიხვრიტეს და აქედან გამომდინარე, ეს ჩემი ბრძოლაა, რომელიც არც პარტიას ეხება და არც - არაფერს. ამ ბრძოლაში არ მეშინია! თბილისში უფრო დიდი ხანია ვცხოვრობ, ვიდრე აფხაზეთში ვცხოვრობდი... ამ წლების განმავლობაში თაობები შეიცვალა და ბევრმა არ იცის, 1992-93 წლებში რეალურად რა მოხდა... ვანო, დააკვირდით, ყველა პარტიის ტრაფარეტული სიტყვებია, ჩვენს ძმებთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთო, მაგრამ რომელ საერთო ენასა და ძმაზეა ლაპარაკი? არავინ უღრმავდება, ყველაფერ ამის უკან რა დგას. როცა თქვეს, რაღაც ახალი მოწყობა უნდა შევთავაზოთო, აფხაზებს გაეცინათ, ნორმალურად ქართველ დევნილებს არ ექცევიან და ჩვენ მოგვექცევიანო?! ისე, ყველაფერში რუსული კვალის დანახვა არ შეიძლება. ზოგან რუსულ კვალს არ ვხედავ, მაგრამ ვიცი, არის. მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს ძალიან ვაფასებ! მშობლები არ მყავდა... ბებიასა და ბაბუას გაზრდილი ვარ... ისინი დახვრიტეს, ვინც გამზარდა... დახვრეტის ადგილს 20 წელი ვეძებდი, სხვის ოჯახს ხუთი მკვდარი დავუბრუნე და ეს ჩუმად გავაკეთე... რაც თბილისში ვცხოვრობ, გასვენებაში არ ვყოფილვარ! ერთადერთი, რისიც მშურდა, ის იყო, ახლობლები ახლობელს როგორ ასაფლავებდნენ...“, - ამბობს დავითაია.

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დახვრეტის ადგილს და საფლავებს მიაკვლიეთ, დავითაია პასუხობს:


"კი, მივაკვლიე... როცა აგვისტოს ომის კომისიის დასკვნა უნდა წამეკითხა და... ჩემზე შურისძიების მიზნით, დახვრეტის ადგილის და ძვლების განადგურება გადაწყვიტეს. მე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ დასკვნის წაკითხვა გადავდე... სხვათა შორის, ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ჩემი მკვდრები მოვიპარე, ეს როგორ მოვახერხე, სხვა თემაა... დამეხმარა საპატრიარქო... თითო ძვალი გავრეცხე", - თქვა დავითაიამ. 


იმასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ისეთ ნაბიჯებს დგამს თუ არა, რომლითაც აფხაზეთს ვუახლოვდებით, დავითია ამბობს:


 

არა! სახელმწიფო ცდილობს, რომ გარკვეული მომენტები ერთი ხაზით შემოიტანოს - მაგალითად, სამშვიდობო მოლაპარაკება, ან ომი, მაგრამ ყველაფერი კომპლექსში უნდა მოხდეს. აფხაზეთთან დაკავშირებით ჩემი გეგმა მაქვს, მაგრამ რაც დრო გადის, ბევრი რაღაც იცვლება და გეგმაც იცვლება... პირდაპირ გეუბნებით: ამ თემაზე კომპლექსურად არავინ მუშაობს, რადგან წამგებიანია! მე კი არ მეშინია!“, - ამბობს დავითაია. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა