Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

15:45 14.02.2017
"ნაპერწკალია საჭირო და ერთ დღეში „ბარიკადები“ აღიმართება!" - ჯონდი ბაღათურია

ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საქარველოში მიმდინარე პროცესებსა და რევოლუციის გაჩენის საშიშროებაზე საუბრობს.

 

ბაღათურია მიიჩნევს, რომ „ბარიკადების აღმართვისთვის“ მხოლოდ ნაკერწკალია საჭირო. მისივე აზრით, ისედაც დასუსტებული საშუალო ფენა კიდევ უფრო სუსტდება და ღარიბ-ღატაკთა რიცხვიც უფრო იზრდება.

 


დღეს სახელმწიფოში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ქვეყნის ეკონომიკა მუშაობს იმათ კიდევ უფრო გამდიდრებაზე, ვინც უკვე ისედაც მაღლა დგას და მდიდარია, ხოლო ისედაც სუსტი და მცირერიცხოვანი საშუალო ფენა კიდევ უფრო სუსტდება და რაოდენობრივად მცირდება. ამის პროპორციულად კატასტროფულად იზრდება ღარიბ-ღატაკთა, უმუშევართა და უსახლკაროთა რაოდენობა. ძალიან მდიდრები კი ამას ვერ ხვდებიან და ცდილობენ, კიდევ უფრო გამდიდრდნენ ღარიბების კიდევ უფრო გაღატაკების ხარჯზე!, - აღნიშნავს ბაღათურია.

 

„ქართული დასის“ ლიდერის მოსაზრებით, ხელისუფლების მხრიდან იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად არის ხალხს აღიზიანებს. მეტიც, ბაღათურიამ მთავრობას შეცდომის გამოსწორებისაკენ მოუწოდა.

 


 

როცა ამხელა უკმაყოფილებაა საზოგადოებაში, ნებისმიერი პასუხისმგებლობით აღსავსე ხელისუფლება მშვიდად არ იქნებოდა. თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება, საზოგადოებაში პროტესტის განცდა კულმინაციას მიაღწევს და ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს. ხალხის მოთმინების ფიალა თუ აივსო, მერე პროცესების შეჩერება იქნება ძალიან რთული! ნუ ამტკიცებთ, ბატონებო, რომ ყველაფერი კარგად მიდის! ეს დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია! აღიარეთ თქვენი შეცდომები და შეეცადეთ მათ გამოსწორებას. ნუ ცდით ხალხის მოთმინებას, ნუ!“ , - აცხადებს ბაღათურია. 

ავტორ(ებ)ი :


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა