Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

15:27 14.02.2017
„ქართველები არ მისცემენ ხმას რაულ ხაჯიმბას პარტიას, ხაჯიმბას დასაყრდენს წარმოადგენს მისი კლანი და სომხური მოსახლეობა“-მამუკა არეშიძე

"ხაჯიმბას დასაყრდენს წარმოადგენს მხოლოდ მისი კლანი და სომხური მოსახლეობა, რომლებიც ცდილობენ სათავისოდ ევაჭრონ "პრეზიდენტს" და მიიღონ ის სიკეთეები, რაც სურთ. "ერთადერთი დაპირება, რაც ხაჯიმბამ აფხაზებს შეუსრულა, არის ის, რომ ქართველებს მოქალაქეობა წაართვა, მხოლოდ 600-მდე ქართველს აქვს აფხაზური პასპორტი და დარწმუნებული ვარ, ისინიც არ მისცემენ მის პარტიას ხმას", - განაცხადა მამუკა არეშიძემ აფხაზეთში საპარლამენტო "არჩევნებთან" დაკავშირებით.

 

მისივე თქმით, რაულ ხაჯიმბას მდგომარეობა ისედაც რთულია, ის ერთადერთი "პრეზიდენტია", რომელიც ასე ღიად ატარებს რუსულ პოლიტიკას, წინა "ლიდერები" ამის დაფარვას ცდილობდნენ და ხალხს ილუზიას მაინც უქმნიდნენ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელია. ხაჯიმბა რუსულ ძალასთან ღიად ასოცირდება და არც უარყოფს ამას, ეს მიმართულება პოპულარული არაა აფხაზეთში, იქ პროაფხაზ ლიდერებს უფრო ემხრობიან.


 

ოპოზიციის გამარჯვების დროს მას დიდი პრობლემები შეექმნება, თუმცა, რომც დამარცხდნენ, მაინც შეუქმნიან პრობლემას, ვინაიდან ისინი არ მიიღებენ იმ შედეგს, რაც ხაჯიმბასთვის სასარგებლო იქნება, აქციები აუცილებლად იქნება. რაულ ხაჯიმბას დასაყრდენს წარმოადგენს მხოლოდ მისი კლანი და სომხური მოსახლეობა, რომლებიც ცდილობენ სათავისოდ ევაჭრონ "პრეზიდენტს" და მიიღონ ის სიკეთეები, რაც სურთ. "ხაჯიმბას დასჭირდება დიდი ანგარიშით გამარჯვება, რომ მოახერხოს კრემლისთვის იმის დამტკიცება, რომ ხალხი უჭერს მხარს, რასაც სავარაუდოდ ვერ მიაღწევს. "ერთადერთი დაპირება, რაც ხაჯიმბამ აფხაზებს შეუსრულა, არის ის, რომ ქართველებს მოქალაქეობა წაართვა, მხოლოდ 600-მდე ქართველს აქვს აფხაზური პასპორტი და დარწმუნებული ვარ, ისინიც არ მისცემენ მის პარტიას ხმას“-აცხდადებს არეშიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა