Powered by Jasper Roberts - Blog

15:25 14.02.2017
მედიის განვითარების ფონდი (MDF) გიორგი გაბუნიას განცხადებას ეხმაურება
კვირას, 12 თებერვალს რუსთავი 2-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმის” ეთერში გასული სიუჟეტი მერიის მიერ ქალაქში დამონტაჟებულ საზოგადოებრივი საპირფარეშოების გაუმართაობას ეხებოდა და მედიის განვითარების ფონდის აზრით, ქალაქ თბილისის მერის დავით ნარმანიას გეოგრაფიული წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციას ახდენდა.
სიუჟეტის დასასრულს გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ დასკვნის სახით შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ალბათ, დავით ნარმანიას დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში ჰგონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ კანალიზაციის გარეშე." 

მედიის განვითარების ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ რომ წამყვანის მიერ დავით ნარმანიას წარმომავლობაზე გაკეთებული აქცენტი დისკრიმინაციულია. მსგავსი პარალელის გავლება ქალაქის მერის წარმომავლობასა და არსებულ პრობლემას შორის წინააღმდეგობაშია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს შეუწყნარებლობას „გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე."
ავტორ(ებ)ი : MDF (მედიის განვითარების ფონდი)