Powered by Jasper Roberts - Blog

15:15 14.02.2017
"ბევრს ეგონა, ჩვენი პარტია განადგურდა, რაც არ გამართლდა" - ნინო გოგუაძე

გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ  „თავისუფალი დემოკრატები“ 19 თებერვალს ყრილობას გამართავენ და ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ვინ შეცვლის ირაკლი ალასანიას? ამ თემაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ ისაუბრა.


ყრილობას, რომელიც სასტუმროქორთიარდ მარიოტშიგაიმართება, 300 დელეგატი დაესწრება. ისე, ბევრს ეგონა, ჩვენი პარტია განადგურდა, რაც არ გამართლდა. გადახალისება გვჭირდება და ამიტომ ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს ავირჩევთ. ჩვენი წინადადებაა, პარტიის ახალი თავმჯდომარე ერთ-ერთი ღირსეული, სიმართლისთვის მებრძოლი და ირაკლი ალასანიას გუნდის დამფუძნებელი შალვა შავგულიძე იყოს, რომელიც 2012 წელს კოალიციურ სიაშიოცნებისსახელით შევიდა, მაგრამ, როცა კოალიციიდან წამოვედით, „ოცნებაუყოყმანოდ დატოვა. ვიმედოვნებ, ყრილობა შალვას თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარედ აირჩევს“, - ამბობს ნინო გოგუაძე.

 

იმასთან დაკავშირებით დარჩება თუ არა პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ალასანია, გოგუაძე აცხადებს:


ირაკლი ალასანიას თანამშრომლობისთვის დიდ მადლობას ვუხდით, მჯერა, სიტყვას არ გატეხს და პარტიას აუცილებლად დაუბრუნდება, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი მომენტი დადგება და ჩვენი მიზნების მიღწევაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ირაკლი მოვლენათა განვითარების მიხედვით იმოქმედებს. მას თავისუფალი დემოკრატები არ დაუტოვებია, უბრალოდ, თავმჯდომარეობიდან გადადგება, ყრილობასაც აუცილებლად დაესწრება, მაგრამ სანამ საქართველოში არ იქნება, პარტიას ქმედითი მმართველი და სჭირდება... 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთელი პარტიის შეცდომებზე პასუხისმგებლობა ირაკლი ალასანიამ აიღო. სხვადასხვა მოტივით, პარტია იმ ადამიანებმა დატოვეს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური 8 წელი გავიარეთ, რამაც პარტიაში კრიზისი შექმნა“, - განაცხადა გოგუაძემ.  

 

 

ინტერვიუში გოგუაძე იმასაც ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ გეგმავენ. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge