Powered by Jasper Roberts - Blog

17:19 13.02.2017
​საქართველოს პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

 

„პატივცემულო პრეზიდენტო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულითადი მილოცვა თურქმენეთის პრეზიდენტად თქვენ არჩევასთან დაკავშირებით. მოქალაქეების ერთობა, რომელიც არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოიხატა, განპირობებულია ხალხის გადაწყვეტილებით სტაბილურობისა და თურქმენეთის მრავალმხრივი განვითარების სასარგებლოდ.


თქვენი, როგორც პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოხელის მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ რთული გლობალური და რეგიონული ეკონომიკური გამოწვევების პერიოდში, თქვენი ხელმძღვანელობით თურქმენეთი მიაღწევს განვითარების ახალ სიმაღლეებს. 


ბატონო პრეზიდენტო, იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობის შემდგომ განმტკიცებასთან დაკავშირებული საკითხები, მომავალშიც იქნება თქვენი ყურადღების ობიექტი.


ვსარგებლობ რა ამ შესაძლებლობით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატება თქვენს შემდგომ საქმიანობაში თურქმენეთის პრეზიდენტის უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge