Powered by Jasper Roberts - Blog

16:18 13.02.2017
"საგამოძიებო მოსმენების საშუალება მიზანმიმართულია მხოლოდ კრიმინალის წინააღმდეგ და კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის"

მოსმენების კანონპროექტის შესახებ „ახალი თაობის“ კითხვებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პასუხობს.

 

“ნაციონალურ მოძრაობას უნდა, რომ წინა ხელისუფლების ცუდი ქმედებები გააიგივოს დღევანდელ ჩვენს ქმედებებთან. ამას ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისერთგვარი ინტერესი, რომ არსებობდეს აქტუალური თემა, სადაც სამოქალაქო საზოგადოება კრიტიკული იქნება. ამას ხელს უწყობს სხვა გარემოებები, რომლებიცმიმართულია უშიშროების სამსახურების საქმიანობის წინააღმდეგ.


მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, მან რამდენიმე ათასით გაზარდა ერთდროულად მოსმენის რაოდენობა. მერე 2010 წელს შეიძინა ახალი ტექნიკურისაშუალება, რომლის საშუალებით რამდენიმე ათი ათასით გაზარდა ასეთი შესაძლებლობა. როცა მოვედით ხელისუფლებაში, ეს სისტემა დატვირთული იყო 100%-ით.მართლა ყველას გვისმენდნენ!”-აცხადებს ირაკლი სესიაშვილი „ახალ თაობასთან“ საუბარში.

 

მისი თქმით, დღეს, ამ ტექნიკური შესაძლებლობის მხოლოდ რამდენიმე ერთეულ პროცენტს იყენებს მთავრობა.

 

"ვიყენებთ იმიტომ, რომ ეს ფარული საგამოძიებო მოსმენების საშუალება მიზანმიმართულია მხოლოდ კრიმინალის წინააღმდეგ და კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის.როცა ჩვენ შემოგვაქვს სხვა ტიპის კონტროლები, აქ პირდაპირ გამოჩნდება და დამტკიცდება, რომ უსაფუძვლოდ, უკანონოდ არავის უსმენენ. ამის კი ეშინიათ ჩვენსოპონენტებს.


ეშინიათ, რომ სალაპარაკო აღარ ექნებათ! ამიტომ ურჩევნიათ, რომ საზოგადოებაში შექმნან ისეთი ილუზია, რომ, არიქა, დავიღუპეთ და ყველას გვისმენენ.


არასამთავრობო სექტორი გვთავაზობს ისეთ მოდელს, რომ ეს ტექნიკური საშუალება ან ახალგაზრდა იურისტების, ან საერთაშორისო გამჭვირვალობის ოფისში დავამონტაჟოთ! ნაციონალებს კი უნდა, რომ მათ ოფისში იდგეს ეს აპარატურა. როგორ მოვიქცეთ?! პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ეს არის ტექნიკურიშესაძლებლობა, მოახდინოს დროული რეაგირება და პრევენცია დანაშაულზე. დავიცვათ ქვეყანა ტერორიზმისგან, კრიმინალისგან, გადავარჩინოთ ადამიანები!”-აღნიშნა სესიაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge