Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

15:40 13.02.2017
"პლებისციტის დანიშვნა უპირველესად ემსახურება პროპაგანდისტული აზრის შექმნას, ამის უკან რუსეთი უნდა მოვიაზროთ"

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის­ ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა­ პლებისციტი დანიშნა, რომ .. სამხრეთ ოსეთს "ისტორიული" სახელწოდება - "ალანია" დაუბ­რუ­ნოს. "კვირის პალიტრას" ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ესაუბრა:


"ჩრდილო ოსეთს ახლაც ალანია ჰქვია და, ალბათ, ეს არის მცდელობა, ჩრდილო ოსეთსა და .. სამხრეთ ოსეთს შორის მეტი კომუნიკაცია იყოს. ისტორიული რეალობის გამრუდების სურვილიც აქედან წარმოდგება. ისტორიულად ალანების გაერთიანება მართლაც არსებობდა, ოღონდ ჩრდილო კავკასიაში...­ ალანია სამხრეთ კავკასიაში არასდროს ყოფილა.


შესაძლოა... საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია .. სამხრეთ ოსეთს სამაჩაბლოდ მოიხსენიებდა. ამჟამინდელი ცხინვალის რეგიონი მართლაც იყო ერთ-ერთი ქართული სამთავრო, სადაც ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული ალანებიც ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი არასდროს ყოფილან უმრავლესობაში, მე-19 საუკუნის ბოლომდე და, შესაძლოა, ცოტა მერეც, ოსები უმცირესობას წარმოადგენდნენ. ისიც ფაქტია, რომ ეს ტერიტორია ავტონომია ან დამოუკიდებელი ერთეული არ იყო. ავტონომიად ყოფილი საბჭოთა კავშირის იმპერიაში გადაიქცა. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით მოიხსენიებდა გამსახურდია სამაჩაბლოდ, თუმცა, ესეც ხისტი გადაწყვეტილება იყო, რამაც პროვოცირება მოახდინა და ქართველები და ოსები უფრო მეტად გამიჯნა.


ამის უკან რუსეთი­ უნდა მოვიაზროთ. პლებისციტის დანიშვნა უპირველესად ემსახურება პროპაგანდისტული აზრის შექმნას და საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს .. სამხრეთ ოსეთი არის ალანების ტერიტორია და მათ სრული უფლება აქვთ, შეუერთდნენ მოძმე ალანებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპაშიც და გნებავთ, ამერიკაშიც, ნელ-ნელა ვითარდება ულტრანაციონალიზმი და უკვე სხვანაირად განიხილავენ საერთაშორისო საკითხებს... მაგალითად, საფრანგეთში ერთ-ერთი დიდი პარტიის ლიდერი, მარინ ლე პენი ამბობს, რომ ყირიმი ყოველთვის რუსეთის ტერიტორია იყო.


 

ევროპის მემარჯვენე ან მემარცხენე რადიკალური ძალებიც ცდილობენ, ყირიმი რუსეთის ნაწილად წარმოაჩინონ. ასეთი ტენდენციები არსებობს, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, გამრუდებული ისტორიული რეალობით ტერიტორიების მიტაცების გამართლებას. თიბილოვის დანიშნული პლებისციტიც ამ კონტექსტში ჯდება,"-აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა