Powered by Jasper Roberts - Blog

15:46 13.02.2017
"კენჭისყრის გადადების მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სპეციალურად დროის გაყვანა იყო" - მამუკა მდინარაძე

გასულ კვირას დაგეგმილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრა მომდევნო სასეიო კვირისთვის გადაიდო. კენჭისყრის გადადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სხვადასხვაგვარად ხსნიან. მათგან ერთი ნაწილი ამბობს, რომ პროცესს განგებ "ნაციონალური მოძრაობა" აჭიანურებს, დანარჩენი კი აცხადებს, რომ საკანონმდებლო პაკეტის მოცულობის გამო, მისი განხილვა გასულ კვირას ვერ მოესწრო. ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრთა ნაწილი ამბობს, შესაძლოა პაკეტში ცალკეული საკითხები დაიხვეწოს კიდევაც.

 

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და "მოსმენების კანონის" ერთ-ერთი თანაავტორი მამუკა მდინარაძე კი კენჭისყრის გადადებას "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს და ამბობს, რომ უმცირესობის წარმომადგენლები დროს განგებ აჭიანურებდნენ, რათა კენჭისყრა გადადებულიყო. ამასთან, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ როგორც ყოველთვის, პარლამენტი ახლაც მუდმივი კონსულტაციების რეჟიმშია.


 

"კენჭისყრის გადადების მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სპეციალურად დროის გაყვანა იყო, მეტი არაფერი. ეს შეგიძლიათ თქვენც ნახოთ, რომ "ნაციონალებმა" 5-ჯერ და 7-ჯერ ერთი და იგივე შენიშვნა და შეკითხვა დააყენეს იმისთვის, რომ დრო სპეციალურად გაეყვანათ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პროცედურული ომია, რომლის გამოც ჩვენ კარგად გაწერილი რომელიმე კანონპროექტის ჩაგმამდებას არ ვაპირებთ," -განაცხადა მდინარაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge