Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

15:20 13.02.2017
"აფხაზეთში, მედია კონტროლის გამკაცრება "საპარლამენტო" არჩევნებს უკავშირდება"- ვახტანგ ყოლბაია

რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა .. ძალოვან სამინისტროებს ინტერნეტ სივრცის გაკონტროლება და "ხელისუფლების" წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების ავტორების დასჯა დაავალა. 10 თებერვალს სოხუმის .. პარლამენტმა, ინტერნეტ და მედია გამოცემების საქმიანობის დარეგულირების კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონპროექტი "პარლამენტში" განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის წევრმა ლევონ გალუსტიანმა წარადგინა. გალუსტიანის განცხადებით, "საინფორმაციო საშუალებების შესახებ კანონში" ცვლილებები ხელახლა იქნა განხილული პროფილურ კომიტეტზე და გათვალისწინებულია ექსპერტთა მოსაზრებებიც.

 

მთელ კვირასთან საუბრისას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზურ მედიაზე კონტროლის დაწესება 2017 წლის აფხაზურ "საპარლამენტო არჩევნებს" დაუკავშირა.


აფხაზური მედიის უდიდესი ნაწილი ყოველთვის კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ. მე ვიცნობ აფხაზეთში მოქმედ ჟურნალისტებს - იზიდა ჭანიას, ინალ ხაშიგს. ესენი არიან იმ თაობის ჟურნალისტები, რომლებთანაც მომიწია მუშაობა. ისინი პროფესიონალები და პროაფხაზი განწყობის ჟურნალისტები არიან, საკმაოდ მოტივირებულები და ხალხის გასაჭირის გამზიარებლები, აკრიტიკებენ "ხელისუფლებას" და მათ არაერთხელ შექმნიათ პრობლემა ამის გამო. .. აფხაზი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი და საზოგადოება მათ გვერდით დგას. რაც შეეხება მედია კონტროლის გამკაცრებას, ეს პირდაპირ უკავშირდება "საპარლამენტო" არჩევნებს, რომელიც 12 მარტსაა დანიშნული. არჩევნები იქნება მძიმე და დაძაბული. იქ დღეს ორი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს - პრორუსული და პროაფხაზური.


 

რაულ ხაჯიმბა პრორუსული ძალაა, ამიტომაც ცდილობს, ჩაახშოს ყველა თავისუფალი და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც მედია სივრცეში ისმის. მას კარგად ესმის, რომ ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული მისი "ხელუსუფლების" შენარჩუნების საკითხი. თუ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, მას მოუწევს ფიქრი გადარჩენაზე, ვინაიდან გამარჯვებული ძალა გახდება პოლიტიკური პროცესების წარმმართველი, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა