Powered by Jasper Roberts - Blog

14:56 13.02.2017
"რუსეთს უნდოდა, ხელშეკრულებაში ჩაეწერა ისეთი რამ, რომ არ მომხდარიყო სოჭიდან სოხუმში მიმავალი ტვირთის შემოწმება"

საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და .. სამხერთ ოსეთის მონაკვეთზე ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციას რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო. შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც საზღვრის მონიტორინგი უნდა განახორციელონ, თბილისსა და მოსკოვს ბოლო ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად მარტის ბოლოეს ეწვევიან. ამას თბილისში და მოსკოვში განსხვავებულ ინტერპრეტაციას უკეთებენ.


საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სერგი კაპანაძის თქმით, კორიდორების გახსნა ამ ხელშეკრულებასთან კავშირში არ არის. რაცშეეხება რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას, მისი განმარტებითაც, საუბარია სამ სავაჭრო დერეფანზე და მოხდება აბსოლუტურად ყველა სატრანსპორტო ტვირთის შემოწმება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს გაივლის.


"ზუსტად არ მახსოვს კორდინატები, მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში დადგებნიან ფსოუს ჩრდილოეთით, სამხრეთ ოსეთის შეთხვევაში - როკის გვირაბის ჩრდილოეთით. რაც შეეხება ჩვენს მხარეს, ეს არის ზუგდიდის მიმდებარე ტერიტორია და ცხინვალის შემთხვევაში - გორთან. ასევე იქნება მესამე დერეფანი ყაზბეგში ზემო ლარსის ორივე მხარეს. იქ მოკლე კოორიდორია და იქნებიან აქეთ და იქით საზღვარის გასწვრივ. ასე რომ, განხორციელდება ყველა ტვირთის შემოწმება, რომლებიც ამ დერეფნებს გაივლის. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ოპერატორი მიიღებს ინფორმაციას და გაატარებს ერთობლივ ბაზაში, რომელიც შეიქმნება. ბუნებრივია, მონიტორები თვითონ წყვიტენ რისკების მენეჯმენტის საკითხს. ვალდებულებაა, რომ ყველა ტვირთი აღჭურვილი იყოს ჯი-პი-ესით, რომ მიადევნონ თვალი, სად და როგორ მიდის.


ხელშეკრულებაში სპეციფიურად წერია, რომ საუბარია ყველა ტვირთზე, რომელიც შედის ან ტოვებს მონიტორს. ეს არ იძლევა აზრთა სხვადასხვაობის და ბუნდოვანების საბაბს.


რუსეთს თავის დროზე უნდოდა, რომ ხელშეკრულებაში ჩაეწერა ისეთი რამ, რომ არ მომხდარიყო სოჭიდან სოხუმში მიმავალი ტვირთის შემოწმება. თუმცა ეს პრინციპული საკითხი იყო და ეს არ დავუშვით. ახლა კი ამის შეცვლა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელშეკრულებაში წერია, მისი შეცვლის მექანიზმი კი არ არსებობს. გამორიცხულია, რომ მონიტორინგი სოხუმისა და ცხინვალის ტვირთებს არ შეეხოს", - გვითხრა სერგი კაპანაძემ.

 

მისივე თქმით, ამ ხელშეკრულების მიზანი არ ყოფილა ქართულ-რუსული პირდაპირი ვაჭრობის გამარტივება, თუმცა გარკვეულწილად ამასაც მოიცავს.


 

"ეს ხელშეკრულება თუ ამოქმედდა, სრულად გამარტივდება პირდაპირი და ტრანზიტული ვაჭრობა. ეს ხელშეკრულება აწესებს მონიტორინგის მექანიზმს, სადაც არსებობს ვაჭრობა. რაც შეეხება კორიდორის გახსნას, ეს ცალკე გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა მიიღონ მთვარობებმა. ასე რომ, სატრანსპორტო კორიდირების გახსნა არის დამოუკიდებელი ამ ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულება ეხება მარტო ტვირთის მონიტორინგს", - განუცხადა "მთელ კვირას" კაპანაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge