Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

13:52 13.02.2017
„სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ ლეონიდ თიბილოვი ავარიაში მოყვა

რეფერენდუმების მანიით შეპყრობილი ლეონიდ თიბილოვი სიკვდილს გადაურჩა. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ავტოავარიაში მოყვა. მის პრესსპიკერ განა იანოვსკაიას განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა ცხინვალი-ზნაურის გზაზე მოხდა.


ავარია ცხინვალი-ზნაურის ტრასაზე, სოფელ ნოგყაუს (ახალსოფელი) მიდამოებში მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაზარალებულა. რესპუბლიკის მეთაურს სამედიცინო დახმარებაც კი არ დასჭირვებია, - აღნიშნა მედიასთან საუბარში განა იანოვსკაიამ. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ამ დროისთვის საკუთარ სახლში იმყოფება. ცხინვალში იმედი აქვთ რომ დღეს, 13 თებერვალს, გი სამსახურშიც გამოცხადდება.

მართალია, ეს შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ რაღაც ეჭვები გაჩნდა. ცხინვალში მაღალჩინოსნების უცნაურ ვითარებაში დაღუპვა დიდი მოულოდნელობა არ არის.


გასულ წელს თავისი მანქანისკენ მიმავალ რესპუბლიკის მთავარ პროკურორ მერაბ ჩიგოევს მანქანა დაეჯახა. პროკურორი ადგილზე დაიღუპა. ეს ინციდენტი მაშინ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირეს. მერაბ ჩიგოევი ლეონიდ თიბილოვის გუნდის წევრად ითვლებოდა და, როგორც ამბობენ, ის ვიღაცამ თიბილოვს ჩამოაშორა.


აღსანიშნავია, რომ ლეონიდ თიბილოვი ამ არჩევნებში თავადაც მონაწილეობს. მისი მთავარი კონკურენტი კი რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვია. ადგილობრივი ხელისუფლება ბოლომდე ვერ გარკვეულა, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი. ისინი დირექტივებს მოსკოვიდან ელოდებიან, საიდანაც ჯერ არანაირი მითითება არ მოსულა.


გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას კრემლი უახლოეს მომავალში მიიღებს. სიტუაციაში გარკვევის მიზნით მათ ცხინვალში პუტინის თანაშემწე სურკოვი მიავლინეს, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ანგარიში ჩაიბარა და ცესკოსაც მისცა მითითებები. პუტინის თანაშემწემ ოსებს გასაგებად უთხრა, რომ არჩევნებზე არეულობას აღარ დაუშვებდნენ. წინა არჩევნები იქ ლამის სამოქალაქო ომით დასრულდა.


იქაურმა ცესკომ რუსი მაღალჩინოსნის მითითებების შესრულება უკვე დაიწყო. სწორედ სურკოვის ცხინვალის ყოფნის პერიოდში უთხრეს მათ კოკოითის უარი რეგისტრაციაზე. ცესკოს განმარტებით, ეს უკანასკნელი რეგისტრაციაში გასატარებლად მთელ რიგ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.


არჩევნები 9 აპრილს ტარდება და უკვე მანამდე იქნება გარკვეული, თუ ვინ იქნება მოსკოვის რჩეული. მოსკოვი შეეცდება, ყველაფერი პირველ ტურში დამთავრდეს. ვიდრე მოსკოვი კანდიდატს არჩევს, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს კომპრომატებს უვრცელებენ.


ამ დღეებში ოსურ ინტერნეტ-საიტებზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლეონიდ თიბილოვი ცხინვალის საქართველოს შემადგენლობაში შესვლას უჭერდა მხარს. როგორც ოსი ჟურნალისტები წერენ, პრეზიდენტს დიდად არც გავლენიანი ცხინვალელები სწყალობენ. სულ ახლახან იქ ოსთა ყოფილი ვიცე-პრემიერის ვალერი ხუბულოვის შვილის ქორწილი გადაიხადეს. ვალერი ხუბულოვი ცნობილი ოსი ბოევიკი გახლდათ. გი ქართველების წინააღმდეგ, სამაჩაბლოს გარდა, აფხაზეთშიც იბრძოდა.


2000 წელს ვალერი ხუბულოვი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, არჩევნებამდე მაგრამ ორი თვით ადრე ვლადიკავკაზში ჩაცხრილეს. მაშინ ითქვა, რომ ის თედეევების კლანმა მოიშორა, რადგანაც მათი ფავორიტი ამ პოსტზე ედუარდ კოკოითი იყო. საპრეზიდენტო არჩევნები მაშინ კოკოითიმ მოიგო და ამაში ახლა თბილისში მჯდომი დიმიტრი სანაკოევი დაეხმარა, რომელსაც იმჟამად პრემიერის პოსტი ეკავა. მან ედუარდ კოკოითის სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი დაუმზადა.

 

 

ვალერი ხუბულოვის შვილის ქორწილში ლეონიდ თიბილოვი არ მისულა. როგორც ინტერნეტსაიტები წერენ, ამის მიზეზი ერთი იაღლიში იყო, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს გარდაცვლილთან მოსვლია. როცა თბილისმა ცხინვალში ჯარები შემოიყვანა, ყველა იმაზე ვფიქრობდით, როგორც გაგვეწია მათთვის წინააღმდეგობა. დავიწყეთ მოხალისეთა რაზმების შექმნა. მხოლოდ ლეონიდ თიბილოვი ამბობდა, ომი არ არის საჭირო, მაინც საქართველოს შემადგენლობაში მოგვიწევს ყოფნაო, - ნათქვამია მის მაკომპომეტირებელ წერილში.

ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა