Powered by Jasper Roberts - Blog

13:31 13.02.2017
საქართველოში შესაძლოა ამერიკული სამხედრო ცენტრი გაიხსნას

 გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც საუბარია საქართველოში მასშტაბური ამერიკული სამხედრო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით.

 

სამხედრო ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, აღნიშნული ბაზებისთვის ყველაზე საღები ვაზიანის დასახლებაა


"ყველაზე მომგებიანი ადგილი სტრატეგიული და ტაქტიკური თვალსაზრისით, ალბათ, ვაზიანის დასახლება, რადგან მას გააჩნია თავისი აეროდრომი, პოლიგონი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ჯარისკაცისა და ოფიცრის მომზადებაა შესაძლებელი სამი წლის განმავლობაში, ეს ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული. თავად ვაზიანის ტერიტორია იძლევა საშუალებას, რომ ჯარისკაცები მომზადნენ არა მხოლოდ უდაბნოს პირობებში ბრძოლისთვის, არამედ მთაგორიან და ქალაქის პირობებში საბრძოლველადაც.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ცენტრში ყურადღება ქართული არმიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის მომზადებას დაეთმობა, რომ თავდაცვითი ბრძოლების წარმოება სხვადასხვა მიმართულებით შეეძლოთ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. პრობლემები იყო, რომ ქართული დანაყოფები, რომლებსაც ვაგზავნიდით ერაყსა და ავთანეთში, ემზადებოდნენ ანტიტერორისტულ ოპერაციებში, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და ჩვენ რომ კიდევ ომი მოგვიწიოს რუსეთთან, მთელი უპირატესობა მას ექნებოდა და ჩვენ პარტიზანული წესით მოქმედება მოგვიწევდა. ხოლო თუ სწავლა გაგრძელდა იმაზე, როგორ ჩავატაროთ კონვეირება, როგორ შევქმნათ საგუშაგოები და .., ეს, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ის არ იქნება, რაც ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

 

 

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე კი აცხადებს, რომ ახალი ცენტრის აშენების ნაცვლად, ის არსებული ცენტრების მოდერნიზების მომხრეა


"ადგილების შერჩევა შესაძლებელია, თუმცა მე უფრო არსებული ცენტრების მოდერნიზების მომხრე ვარ. ახალი ცენტრის აშენებაზე ამ ეტაპზე დიდი თანხების გამოყოფას მოვერიდებოდი. დღეს რესურსები შეიარაღების და ტექნიკის აღდგენაზე, საბრძოლო მარაგებისა და საბრძოლო მომზადების ინტენსიობის გაზრდაზე უნდა იყოს მიმართული. რთული სათქმელია რას გეგმავს თავდაცვის სამინისტრო. ჩვენ ამ საკითხებში ჩართულები არ ვართ და ინფორმაციაც მწირად ვრცელდება. ჩემი მოსაზრებით, ძირითადი აქცენტი ოფიცრების მომზადება-გადამზადებაზე უნდა გაკეთდეს. წლებია ჩვენი ოფიცრების ძირითადი დატვირთვა ავღანეთის მისიაზე მოდის. საბრძოლო მოქმედებები კი სხვა ვითარებაში მოგვიწევს", - განაცხადა სალუქვაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge