Powered by Jasper Roberts - Blog

13:29 13.02.2017
"ეგენი ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა პარლამენტში და იქ საკუთარ ოპოზიციად გააფორმა" - მეგი გოცირიძე

„ახალი თაობის“ შეკითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე პასუხობს.

 

გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ქვეყნის სათავეში ყოფნა ანეკდოტია. ის თვლის, რომ ხელისუფლების „რეჟიმმა“ მოსახლეობის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დატოვა. მისივე მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის გამოვა სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

 

 

ანეკდოტი ის არის, რომ ქართული ოცნებაა დღეს ქვეყნის სათავეში. ქვეყანა რა დღეშიც არის, ეს ყველამ საკუთარ ტყავზე გამოცადა. ხალხი უკვე დასცინის ხელისუფლებას და ბინძურ მორევში აგორავებს. გადახედეთ სოციალურ ქსელებს და ნახავთ, რაც ხდება. წამლად რომ ეძებოთ, ერთ ქოცს ვეღარ იპოვით, რომელიც ამათ სისულელეებს გაამართლებს.

რაც არ უნდა ილაპარაკონ და დაგვაბრალონ, თავისუფალი სიტყვის დასაცავად მაინც გამოვალთ ქუჩაში. ამის გარდა, დავიცავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეჟიმმა ულუკმაპუროდ დატოვა, გააუქმა სოციალურად დაუცველის სტატუსი და იმ ფულით, რომელიც მათთვის უნდა დაერიგებინათ, საკუთარ ფუფუნებას იწყობს." , - აცხადებს გოცირიძე.

 

რაც შეეხება ქვეყნის ახლანდელ ვითარებას, პარტიის წევრის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება დამთავრებულია, მეტიც, გოცირიძის აზრით, მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ სიტყვის თავისუფლების ხელყოფა კრახით მთავდება.

 

 

ხალხი მშიერია და გაუბედურებული. მუხტი კი არა, ეს ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა ის არის გასარკვევი, როგორ მოხდება ამის გაფორმება. ეს რომ ასეა, ამას შუაშისტები აღიარებენ. ამიტომაც უნდათ რუსთავი-2-ის წაღება, რომ სიმართლე არავინ გაიგოს. ძალიან დააგვიანდათ, ხალხმა სიმართლე იცის. ხელისუფლებამ კი იცოდეს, რომ სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა მისთვის კრახით დასრულდება. , - აღნიშნავს მეგი გოცირიძე.

 

 

გოცირიძემ, ამასთანავე, აქციების ჩატარების რესურსზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით მოსხლეობამ მიხეილ სააკაშვილს 2016 წლისთვის გაცილებით მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

 

 

რას ჰქვია, გვაქვს თუ არა რესურსი? რა თქმა უნდა, გვაქვს! 2016 წელს იმაზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მიშა სააკაშვილს მხარი, ვიდრე 2012 წელს - „ქართულ ოცნებას. ამაზე მეტი რესურსი რაღად გინდათ. ეს ხალხი ჩვენთან ერთად გამოვა.“ , - განმარტა გოცირიძემ.

 

გოცირიძისთვის, აგრეთვე, გაუგებარია თუ ვინ უნდა ჩაითვალოს ოპოზიციადნ იქიდან გამომდინარემ რომ ოპოზიციაში მყოფები სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა პარლამენტში.

 

 

 

ვინ ჩავთვალო ოპოზიციად, ირმა ინაშვილი და პატრიოტთა ალიანსი? ეგენი ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა პარლამენტში და იქ საკუთარ ოპოზიციად გააფორმა. ან იქნებ ირაკლი ალასანიას პარტიაა ოპოზიცია? მისი პარტიის თითქმის ყველა ლიდერი სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმდა.“ , - აცხადებს პარტიის წევრი. 

ავტორ(ებ)ი :