Powered by Jasper Roberts - Blog

7
თბილისი

12:45 13.02.2017
„გიორგი მარგველაშვილი „ოცნებისთვის“ სერიოზული პრობლემაა“ - სოსო ცინცაძე

 ექსპერტი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტის პოლიტიკურ მომავალსა და  საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

 

ცინცაძის მოსაზრებით, მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ეს უკანასკნელი კვლავ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება. მისივე თქმით, ექსპერტი პრეზიდენის ყველა ნაბიჯს აკვირდება.

 


პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სამომავლო გეგმები, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მით უფრო, მის ახალგაზრდა ასაკში, ფაქტია, რომ პოლიტიკას უკავშირდება. 2018 წელს, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, არა მგონია, გიორგი მარგველაშვილი მშვიდად წავიდეს ბაზალეთზე სახლში და მემუარების წერას შეუდგეს. ცხადია, ვაკვირდები მის ყველა ნაბიჯს და ვხედავ, რომ ეს ნაბიჯები მკვეთრად გაწონასწორებული და, ამავდროულად, პრინციპულია.“ , - აცხადებს ცინცაძე.


პოლიტექსპერტი, ამასთანავე, არ გამორიცხავს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს. მისივე მოსაზრებით, პრეზიდენტი უბრალოდ სახლში „წიგნების საწერად“ არ წავა.

 


დიახ, შეიძლება. პარტია იქნება თუ მოძრაობა, ამას ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ ჩუმად სახლში წიგნების საწერად არ წავა. ადამიანი, რომელსაც აქვს პრინციპები და მისი წასვლით, შეიძლება, ამ პრინციპებს საფრთხე შეექმნას, უბრალოდ, ჩუმად არ ერიდება სიტუაციას, ასე, შეგუებული არ გადის. დასავლელი ლიდერები იმიტომ მიდიან მშვიდად, რომ მათ იციან ფასეულობები. ღირებულებები რჩება. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასე იყო. ტრამპი რას იზამს, არავინ იცის.“ , - აღნიშნავს ცინცაძე.

 

რაც შეეხება დღევანდელი ხელისუფლების სწორ ნაბიჯებს, პოლიტოლოგი თვლის, რომ ყოფილი დეპუტატების დასაქმებაზე ზრუნვა მთავრობის სწორი გადაწყვეტილებაა, იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდეს განცდა „მეც მომისვრიანო“.

 

 

გაგიკვირდებათ და მაინც იმას [თვლის, სწორ ნაბიჯად] , რომ ხელისუფლება ზრუნავს ყოფილი დეპუტატების დასაქმებაზე. ეს არის პოლიტტექნოლოგიურად სწორი გადაწყვეტილება, რათა უკმაყოფილო არ დარჩეს მისი ყოფილი თანაგუნდელი, რომ არ ჰქონდეს მეორეს განცდა, მეც მომისვრიანო, მაგრამ, ამის პარალელურად, ხელისუფლებამ სხვა ბევრი ჭკვიანური ნაბიჯი უნდა გადადგას - ყოფილი მხარდამჭერის დასაქმების პარალელურად, მისი ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეები სამსახურიდან არ უნდა გაათავისუფლოს.“ - , განმარტავს პოლიტოლოგი. 

ავტორ(ებ)ი :