Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

12:19 13.02.2017
"ორი ქვეყნის ურთიერთობის მაღალი ხარისხი არათუ­ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც" - მამუკა არეშიძე

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც საუბარია იმ გზებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დაახლოებისთვის უნდა გადადგას.

 

 ვაშინგტონში პრემიერის მრჩევლის, თედო ჯაფარიძის, მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ, აშშ- საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეწვია, რომელიც ამერიკის სენატისა და ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძე შეხვდა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს მაიკლ ფლინსა და ახალ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს.

 

როგორ შეიძლება წარიმართოს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი პრეზიდენტობის განმავლობაში? - ამ თემაზე გაზეთთან ექსპერტმა მამუკა­ არეშიძემ ისაუბრა.


მიუხედავად ასეთი მაღალი დონის შეხვედრებისა, თქვენს კითხვაზე საპასუხოდ რაიმეს დანამდვილებით თქმა გამიჭირდება­. ერთი რამ ცხადია - საგარეო საქმეთა მინისტრის ამ წარმატებული ვიზიტის მოსამ­ზადებლად ბოლო ერთი თვის განმავლობა­ში თედო ჯაფარიძემ, ჩვენს ელჩ დავით ბაქ­რაძესთან ერთად, ტიტანური სამუშაო გასწია. დანამდვილებით ვიცი, რა დონის შეხვედრები ჰქონდა მას და პოლიტიკური დიპლომატიის რა რთულ "სიმებს" შეეხო... ამ შეხვედრების შედეგებზე ჯერ პრინციპულად არ ვილაპარაკებ, რადგან ჩემთვის ინფორმაცია ბოლომდე ცნობილი არ არის, მით უფრო - ამერიკული მხრიდან. შეხვედრების ეს მაღალი დონე მახარებს და იმედიანად განმაწყობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის მაღალი ხარისხი არათუ­ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აშშ რჩება ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.

რაც შეეხება ახალი ადმინისტრაციის პირველ ნაბიჯებს და აშშ-ში შექმნილ ვითარებას, ზუსტი შეფასებები აქაც რთულია, რადგან ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ დეკლარირებული ფრაზები, მაგალითად, სირიაში ამერიკისა და რუსეთის ჯარების ერთობლივი მოქმედების შესახებ, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ ჩანს... ერთადერთი, რაზეც შეგვიძლია მეტ-ნაკლებად დაზუსტებით ვილაპარაკოთ, ის არის, რომ ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ირანთან ურთიერთობის იმ ფორმის შენარჩუნებას, რომელიც ბოლო პერიოდში ობამამ დააწესა“, - განაცხადა არეშიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა