Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

18:01 12.02.2017
გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე იუწყება.61 წლის შტაინმაიერმა ამ თანამდებობაზე 77 წლის იოაჰიმ გაუკი შეცვალა. ყოფილი მინისტრი გერმანიის რიგით მე-12 პრეზიდენტი იქნება. აღნიშნულ პოსტზე კენჭს ხუთი კანდიდატი იყრიდა.გერმანიის პრეზიდენტს ფედერალური საკრებულო 1260 ადამიანის მონაწილეობით ირჩევს. მათგან ნახევარი ბუნდესტაგის დეპუტატები არიან, მეორე ნაწილი კი - ფედერალური მიწების ხელმძღვანელები. შტაინმაიერმა 931 დააგროვა. ასარჩევად 631 ხმა იყო საჭირო. გერმანიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 მარტს გაიმართება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
ვრცლად


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა