Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

20:54 11.02.2017
მაინც ვინ არის „ოლიმპიური ვარსკვლავის“ კომპლექსის მფლობელი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი?

სოციალურ ქსელში არ წყდება პროტესტი პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილის პერსონასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, იგი ბოლო დრომდე ნაცმოძრაობის მხარდამჭერი და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო. მის ბიოგრაფიას დაწვრილებით წარმოგვიდგენს ფეისბუკმომხმარებელი დავით ჟღენტი: „ვინ არის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი? ვანო ზარდიაშვილის CV-ის მიხედვით მისი სამსახურეობრივი კარიერა წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო. 2004 წელს ის თბილისის საოლქო სასამრთლოში მუშაობდა, შემდეგ იუსტიციის სამინისტროში, ამის შემდეგ კი უშიშროების სამინისტროში, შემდეგ პროკურატურაში, თბილისის მერიაში და საქალაქო სასამართლოში. ახალი ხელისუფლების პირობებში, ანუ 2012 წლის შემდეგ 34 წლის ზარდიაშვილი ჯერ აუდიტის სამსახურში, შემდეგ კი ქართული ოცნების საარჩევნო სიაში, 28-ე ნომრად მოხვდა და ახლა დეპუტატის მანდატი აქვს. ოლიმპიური ვარსკვლავის კომპლექსის გარდა, დღეს უკვე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის სახელზე მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში 6 ბინაა გაფორმებული. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 8 ბინიდან მის ქონებრივ დეკლარაციაში ორი შეტანილი საერთოდ არ არის.

დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ მან ბანკიდან 131 000 დოლარის სესხი აიღო და ეს თანხა მალევე წინმსწრებად დაფარა. ამავე დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, მისი ოჯახის ყოველწლიური შემოსავალმა 100 000 ლარს მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე მიაღწია., წერს ჟღენტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა