Powered by Jasper Roberts - Blog

15:54 11.02.2017
"სააკაშვილის გაუწონასწორებელი, ტლანქი ბუნება არ შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას შეადარო" - კონსტანტინე გამსახურდია

 გაზეთ „ახალ თაობაში“ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

 


სამწუხაროდ, სიტუაცია თანდათან, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, 2006 წელს ემსგავსება. ნაციონალურმა მოძრაობამ ჩათვალა, რომ თავი ქუდში აქვს და ძალიან დიდი შეცდომაც დაუშვა. სწორედ მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო. მართალია, წინ ამ ყველაფერს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა უძღოდა, მაგრამ შემდგომ განვითარებული მოვლენები, 2007 წლის 7 ნოემბერი, იმედში შევარდნა, შემდეგ 2009 წლის მოვლენები. ამ ყველაფერს მე შუა გზაზე შეჩერებულ რევოლუციებს ვუწოდებ. ვაჭარბებ, რადგან მე ვსაუბრობ აბსოლუტურ ძალაუფლებაზე, რომელიც არსაიდან არ კონტროლდება და არ ბალანსდება. ასე იყო მაშინაც და ასეა დღესაც. ეს არის საფრთხის შემცველი ყველა ხელისუფლებისთვის. მე არ ვადარებ მიხეილ სააკაშვილსა და დღევანდელ ხელისუფალს. სააკაშვილის გაუწონასწორებელი, ტლანქი ბუნება არ შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას შეადარო, მაგრამ ჩვენ, საზოგადოება, ვალდებული ვართ, ჩვენი ხელისუფლება გამოვაფხიზლოთ, როდესაც ის მძიმე თრობის ტალღაზეა.

 

როგორც ჩანს, ყველა ხელისუფლებას უდგება ხოლმე თრობის ჟამი. ამ დროს საზოგადოება ვალდებულია, შეანჯღრიოს, გამოაფხიზლოს. რატომღაც მგონია, რომ ახლა გვაქვს 2006 წლის გაზაფხულის სიტუაცია, როდესაც გარკვეული საპროტესტო ტალღა დაირხა. თუ დაკვეთა გაჩნდება, აუცილებლად გამოჩნდება შემსრულებელი“, - აცხადებს გამსახურდია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge