Powered by Jasper Roberts - Blog

2 ჩაძირული ქალაქი, 1000-ზე მეტი განადგურებული არქეოლოგიური ობიექტი 1 300 000-ზე მეტი გადასახლებული ადამიანი. სწორედ ასეთი მსხვერპლი გაიღო ჩინეთის მთავრობამ, 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად.



ხელოვნური ტბის მოცულობამ, რომელიც ჰესმა წარმოშვა, დაახლოებით 22 000 000 000 კუბურ მეტრს შეადგენს. საერთო ჯამში სამი ხეობა 22 500 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. მსგავსი ელექტროენერგიის მიღებისათვის დაახლოებით 15 ატომური სადგურის მუშაობაა საჭირო.



ობიექტს დივერსიებისაგან ათეულობით ათასი სამხედრო იცავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამმა ხეობამ დედამიწის ბრუნვა 0,06 წამით შეანელა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge