Powered by Jasper Roberts - Blog

15:39 10.02.2017
ვის ბაძავს მელანია ტრამპი? – პირველი ლედი მორიგ სკანდალში გაეხვა

მელანია ტრამპს ისევ დაატყდა თავს კრიტიკის ქარტეხილი. ინტერნეტმომხმარებლებმა შენიშნეს, რომ მელანიას სტილი და ქცევა ძალიან ჰგავს სერიალ “მანქოს სახლის” გმირისას – აშშ-ის პრეზიდენტის ცოლის კლერ ანდერვუდისას, რომელსაც რობინ რაიტი განასახიერებს. 

კლერის გარდერობი ელეგანტური მინიმალიზმია: მკაცრი, მოკრძალებული ფერები, ლაკონურობა და ფარული სილუეტები. ეს იდეა “ტელეგრაფმაც” აიტაცა და მანაც შეადარა ამ ორი ადამიანის სტილი. თუ დააკვირდებით, მსგავსება მართლაც არის.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მელანიას პლაგიატში ადანაშაულებენ – ხან მიშელ ობამას სიტყვა “გადაიწერა”, ხან კარდაშიანის მსგავსი ჩაცმულობით გამოჩნდა ღონისძიებებზე. 
როგორც ამბობენ, დიდი გაქანებით არ გამოირჩევა და საკუთარ აზრებზე მეტად სხვისი აზრებით მოქმედებს. 
ან კიდევ პრობლემა ის არის, რომ ბევრმა დიზაინერმა, მისი ქმრის ხასიათისა და აზრების გამო, უარი თქვა მელანიასთან თანამშრომლობაზე და ალბათ მანაც ასეთი გამოსავალი მოძებნა – თავად ეძებს საკუთარ სტილს ცნობილ ადამიანებსა და გმირებში.
ავტორ(ებ)ი : movlenebi.ge