Powered by Jasper Roberts - Blog

10:40 10.02.2017
რატომ არ ავადდებიან ათონელი ბერები კიბოთი - აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა!

ამ უცნაურ ფაქტს პირველად ბერძენმა მედიკოსებმა მიაქციეს ყურადღება, მაგრამ სულ მალე ამან მთელი მსოფლიოს ექიმები და მკვლევარები დააინტერესა. აღნიშნულ ფაქტზე სერიოზული სამეცნიერო კვლევები 1962 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. შედეგად დამტკიცდა, რომ ათონის მინასტრის ბერები არც არასოდეს დაავადებულან და არც ახლა ავადდებიან კიბოთი.

 

მოცემული დასკვნა გაკეთდა ცხედრებისა და ნარჩენების გამოკვლევით, რომელთა ასაკი რამდენიმე ათასი წლის ფარგლებში მერყეობს.

 

ამ საოცარი ფაქტის ასახსნელად ბევრი სხვადასხვა თეორია იქნა წამოყენებული, რომელთაგან, საბოლოო ჯამში, ყველაზე სარწმუნოდ მხოლოდ ერთი მიიჩნიეს: ამ საშიში დაავადების თავიდან აცილებაში ათონელ ბერებს მათი კვებისა და ცხოვრების რეჟიმი ეხმარებათ. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ქვემოთ... 



აღმოჩნდა, რომ ისინი საერთოდ არ იღებენ ხორცს, სამაგიეროდ მიირთმევენ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, რადგან უმეტეს დროს მძიმე მარხვაში ატარებენ.

 

image

 

სწორედ მათი ჯანსაღი, ცხიმებისგან თითქმის დაცლილი საკვები იცავს ბერებს კიბოსა და ბევრი სხვა დაავადებისგან და მათ ხანგრძლივ სიცოცხლეს განაპირობებს. ცნობილია ბევრი შემთხვევა, როცა ათონის ბერები 110 წელსა და უფრო მეტ ასაკს ყოფილან მიღწეული. მათი სიცოცხლის საშუალო ასაკი 94 წელია და ეს უკვე დიდი ხანია ოფიციალურად დადგენილი ფაქტია.

 

რაც არ უნდა უცნაური იყოს, მათი დიეტის მთავარი პრინციპები მართლმადიდებლური რელიგიის წესებით არის რეგულირებული, რომლებიც მორწმუნეებს მოუწოდებს მოიხმარონ პროდუქტი გონივრული რაოდენობით, უცხიმოდ, მცირედი და ხშირ-ხშირი ულუფებით.

 

ისეთ დღესასწაულებზეც კი, როგორიც აღდგომაა, ბერები არ მიირთმევენ ხორცს. სამაგიეროდ, მათ რაციონში შედის სხვადასხვაგვარი თევზეული, თხის, ძროხისა თუ ცხვრის ყველი და სხვა ცილოვანი პროდუქტები, როგორიცაა, ბარდა და ლობიო.

 

image

 

აღსანიშნავვია ისიც, რომ ხილი და ბოსტნეული, რომლებსაც ისინი მოიხმარენ, თავად ბერების მოყვანილია, რაც ასევე ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ასუფთავებს ორგანიზმს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყოველდღე, ნებისმიერ ამინდში, ბერები გარკვეულ დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე, ფიზიკურად შრომობენ, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის.

 

image

 

მართლმადიდებლურ დიეტასთან ერთად, ათონელი ბერების ჯანმრთელობაში, მეცნიერების აზრით, მთავარ როლს ასრულებს ისიც, რომ ისინი თანამედროვე ცხოვრების მღელვარებიდან, სტრესიდან და ქალაქის დაბინძურებული ჰაერიდან შორს ცხოვრობენ.

 

image

 

როგორ შეიძლება ათონელი ბერების ცხოვრების წესის ჩვენს თავზე მორგება იმისათვის, რომ თავი დავიცვათ ავადმყოფობებისგან, შევინარჩუნოთ შესანიშნავი ფიზიკური და გონებრივი ფორმა და დიდხანს ვიცოცხლოთ?

 

წესები არც თუ ისე ბევრია:

 


1. თავი აარიდეთ სტრესებს, ნერვიულობას და სიბრაზეს - გაიწმინდეთ სული და მაშინ ის გახდება თქვენი სხეულის მთავარი წამალი. 
2. ხშირად იყავით სუფთა ჰაერზე, გადით ქალაქგარეთ, ტყეში.

3. გადადით უბრალო საკვების მოხმარებაზე, უარი თქვით კონსერვანტებზე, ცხიმებზე, ხორცზე და ძნელად გადასამუშავებელ კერძებზე. 
4. კვირაში თუნდაც სამი დღით - მაგალითად ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, - დაიცავით მკაცრი მარხვა და მიირთვით მხოლოდ უმი ხილი და ბოსტნეული.

5. კვირაში 5-ჯერ, დღეში თუნდაც 2 საათი დაუთმეთ ფიზიკურ შრომას ან სპორტს. 
6. მოაწესრიგეთ თქვენი სექსუალური ცხვრება და დაიყვანეთ სქესობრივი აქტივობა თვეში 3-4 ჯერზე. 
7. უარი თქვით ისეთ თვითმკვლელ ჩვევებზე, როგორიცა სიგარეტი და ალკოჰოლი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge