Powered by Jasper Roberts - Blog

15:36 09.02.2017
„წყალტუბო პლაზა“ - განახლებული ტურისტული მიმართულება, კომფორტი და უმაღლესი ხარისხის მომსხურება

„წყალტუბო პლაზა“ ულამაზესი  და უნიკალური  პარკით გარშემორტყმული თანამედროვე  სასტუმრო და სპა ცენტრია  წყალტუბოს  ცენტრშიკეთილმოწყობილი გარემო და გამორჩეული სერვისი. 76 მრავალსპექტრიანი  სასტუმრო  ნომერი და  რეგიონში ყველაზე მაღალი ხარისხის მომსახურება.

ნომინაცია - წყალტუბო პლაზა და გიორგი ორთოიძე - განახლებული ტურისტული მიმართულება, კომფორტი და უმაღლესი ხარისხის მომსხურება.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ კომპანიის ხელმძღვანელს გიორგი ორთოიძეს ესაუბრა.

 

1.    როგორია კომპანიის  სამომავლო გეგმები?

მოგეხსენებათ, რომ სასტუმრო წყალტუბო პლაზა რეგიონში გამორჩეულად მაღალი დონის მომსახურებას თავაზობს მომხმარებლებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ამ მხრივ განვითარებას და მუდმივ წინსვლას. დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურული ცვლილებებიც, რომელიც კიდევ უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის ჩვენთან დასვენებას.

 

2.    რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

მომხმარებლებისთვის შემუშავებული გვაქვს სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი სპა პაკეტები, ვმუშაობთ ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ნაცნობი ღირსშესანიშნავი ადგილების მიმართულებით ტურების ორგანიზებაზე, რადგან ჩვენი რეგიონი ძალიან მდიდარია ამ მხრივ და დამსვენებლებს ფართო არჩევანს თავაზობს. მრავალფეროვანი აქციების გზით ყოველთვის ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენთან დასვენების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის და ხელი შევუწყოთ ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებას ჩვენივე მოქალაქეებისთვისაც.


 3.    როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ბიზნეს პოლიტიკას?  ტურისტულ პოლიტიკას?

დღეს საქართველოში თავისუფალი ბიზნეს გარემოა და სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. 2016 წელი ყველა მაჩვენებლით საუკეთესო იყო ტურიზმის მხრივ და ზრდის ეს ტენდენცია აუცილებელად გაგრძელდება სწორი ტურისტული პოლიტიკის ხარჯზე. საქართველოს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი აქვს, სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, უფრო მეტი ძალისხმევა არის საჭირო ისეთი მიმართულებების განვითარებისთვის, როგორც არის სამედიცინო ტურიზმი. ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში, ჩვენ კი ამ მხრივ ძალიან მდიდარი რესურსი გაგვაჩნია წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტისა თუ სხვა სახითმაგრამსამწუხაროდარსებული რესურსის 10%-იც კი არ გვაქვს ათვისებული. უფრო მეტი ყურადღება ჭირდება აღნიშნულ მიმართულებას და დარწმუნებული ვარ, შედეგიც არ დააყოვნებს.


4.      რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს დაჯილდოვებაში მონაწილეობა?

 

მოხარული ვარ, რომ წილად გვხვდა ძალიან კარგ ნომინაციაში დაჯილდოების პატივი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის მთავარი.  „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს დაჯილდოება საშუალებას აძლევს მონაწილე კომპანიებს უფრო მეტი გაიგონ ერთმანეთის საქმიანობის შესახებ და უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რაც ერთობლივი პროექტების საწინდარიც შეიძლება გახდეს. ვფიქრობ, ბიზნეს დაჯილდოვება ერთგვარ სტიმულს აძლევს ქართულ ბიზნესს და ამავდროულად პასუხისმგებლობასაც აკისრებს დაჯილდოვებულ კომპანიებს, რომ კიდევ უფრო სანიმუშო და წარმატებულები იყვნენ მომავალში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge