Powered by Jasper Roberts - Blog

15:30 09.02.2017
„კახეთს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს ისეთი პოპულარული რეგიონი, როგორიცაა საფრანგეთში ბორდო და შამპანი“ - ნუცა აბრამიშვილი

"შუხმან ვაინს ჯორჯია"  -- სრულყოფილების ტრადიცია! 

 

"შუხმან ვაინს ჯორჯია" -- წარმატებული ქართულ–გერმანული  ჰოლდინგი აერთიანებს ბუტიკის ტიპის სასტუმროსა  და რესტორანს, ქართული და ევროპული ღვინის წარმოებას და შუხმან თრეველს,  – რომელიც   ორიენტირებულია  ღვინის, კულტურულ, სათავგადასავლო ტურიზმზე. 

 

"შუხმან ვაინს ჯორჯია"  –– უნიკალური ყურძნის წიპწის ზეთის წარმოება და  შუხმანის ღვინის სპა. სპა,  რომელშიც  გამოიყენება  კომპანიის საკუთარი  ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული, ექსკლუზიური 100%-ით ბიოპროდუქტებისგან შექმნილი ღვინის კოსმეტიკა.

 

ნომინაცია -- მომსახურების ევროპული სტანდარტი, ეკოლოგიურად სუფთა ინოვაციური პროდუქტები, ეფექტური  მართვის სტილი, მომხმარებლის არჩევანი,წლის მეწარმე ქალი  --ნუცა აბარამიშვილი.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ „ შუხმან ვაინს  ჯორჯიას “  ხელმძღვანელს - ნუცა აბრამიშვილს ესაუბრა:

 

1. როგორია თქვენი კოპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების სტრატეგია?

კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიამ “ ბოლო წლებში აქტიური დივერსიფიკააციის პოლიტიკა დაიწყო. ჩვენი მთავარი საქმიანობა ღვინის წარმოებაა, რომლის განვითარებასაც მუდმივად ვცდილობთ. 2017 წელს მილიონ ნახევარი ბოთლის რეალიზაცია გვაქვს დაგეგმილი.

ღვინის წარმოება გახლავთ პირველადი ბიზნეს საქმიანობა, რომლის შედეგადაც ჩამოვაყალიბეთ ტურისტული კომპანია, „შუხმან თრეველი, სასტუმრო და „შუხმან ვაინსის“ სპა.

მინდა აღვნიშნო, რომ ღვინის ტურიზმი უნიკალური პროდუქტია საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის.  ტურისტებს ვუზიარებთ ქართულ კულტურას, ღვინის ტრადიციას და ქართულ თანამედროვე სამზარეულოს. 

ჩვენი პროექტი “ქართული გასტრონომია”  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. შემიძლია თამამად ვთქვა,რომ ამ მიმართულებით  დიდი აღიარება მოვიპოვეთ და პირველ ადგილზე ვართ ტრიპედვაიზერით, რომელიც არის წამყვანი ტურისტული საძიებო პორტალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პოპულარობა კი განაპირობა ჩვენმა მიდგომამ,რომ ქართული სამზარეულო გაგვეხადა ავანგარდული. აღმოჩნდა, რომ  ევროპულად მიწოდებული ქართული სამზარეულო ძალიან დიდ ინტერესს იწვევს სტუმრებში.

მიმდინარე სეზონისათვის შევქმენით ღვინის სპა.  ზოგადად, ჩვენ ვიყავით პირველები ადგილობრივ ბაზარზე, ვინც შეიმუშავა ღვინის სპის მიმართულება.

შუხმანის ღვინის სპის წამყვანი პროდუქტი ყურძნის წიპწის ზეთია, რომელიც გასტრონომიაში, ღვინის სპაში და ზოგადად კოსმეტიკაშიც მოიხმარება.

ის გამოირჩევა უნიკალური მახასიათებლით, აქვს დამატენიანებელის, ანტიოქსიდანტის, დაბერების საწინააღმდეგო და დამარბილებელი ზეთის ფუნქცია, რომელიც კანს ნაზს და ელასტიურს ხდის.

ჩვენი კომპანიის სამომავლო გეგმაა, განვავითაროთ ღვინის კოსმეტიკის მიმართულება და  2017 წლიდან  ყურძნის წიპწის ზეთის წარმოებას დავიწყებთ. ვგეგმავთ, რომ აღნიშნული პროდუქტი სხვა სპებმაც და საქართველოში მოქმედმა სხვადასხვა რესტორნებმაც გამოიყენოს.

ასევე, ჩვენ გავაფართოვეთ სასტუმრო კახეთში, მაგრამ ჩვენი პროფილი შევინარჩუნეთ. 

„Schuchmann Invest"  წარმოადგენს,  "შუხმან ვაინს ჯორჯიას" მენეჯმენტ კომპანიას, იგი დაარსდა 2012 წელს. კომპანია ოპერირებს შემდეგ სფეროებში: მეღვინეობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი. კომპანიის საქმიანობას ასევე წარმოადგენს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების მართვა და საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

გაზაფხულისთვის ვგეგმავთ თბილისში ახალი სასტუმროს გახნას,რომელიც  ჯერ-ჯერობით კონფიდენციალურია. ეს იქნება ჩვენი პირველი პროექტი, სადაც შევდივართ მართვაში.  

 

2. აპირებთ თუ არა საექსპორტო ბაზრის გაფართოებას და რა სიახლეებს სთავაზობთ თქვენი კომპანიის მომხმარებლებს?

 ჩვენ   15-ზე მეტი ღვინის სახეობა გვაქვს და  ექსპორტს  20-ზე მეტ ქვეყანაში ვახორციელებთ. საკმაოდ საინტერესო და რთულ ბაზრებზეც გვიწევს მუშაობა, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, აზია,  ევროპის ქვეყნები. 

ექსპორტის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი და საქართველოს იმიჯის განვითარებასთან ერთად საექსპორტო ბაზრებიც მოიმატებს, რაც შემდგომ ჩვენს კომპანიაზე და ზოგადად ქართულ მეღვინეობაზეც აისახება. თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ სარისკო ბაზრებზე, მაგ. რუსეთზე არ ვმუშაობთ.

 

3. საშუალოდ რამდენი ტურისტი ჩამოდის საქართველოში თქვენი კომპანიით?

ჩვენს შატოში მდებარე სასტუმროს  ყოველწლიურად 15 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. აქტიურად  განვაგრძობთ მუშაობას  ტურიმზის კუთხით, ვთანამშრომლობთ 100-ზე მეტ საერთაშორისო ტურ-ოპერატორთან.

ზოგადად თვის განმავლობაში ტურისტების შვიდი ან რვა ჯგუფი გვყვავს, თითოეულ ჯგუფში 15-დან 30-მდე ადამიანია დაკომპლექტებული. ტენდენცია აღმავალია და ტურისტების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. 

ღვინის ტურიზმის მიმართულებით, პიონერები ვართ კახეთის რეგიონში.  დასავლური ტიპის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ კახეთს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს, ისეთი პოპულარული ტურისტული რეგიონი, როგორიცაა საფრანგეთში  ბორდო და შამპანი. საამისოდ გვაქვს ყველა ხელსაყრელი პირობა გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი და არაჩვეულებრივი ხედები.

 

4.  როგორ შეაფასებდით ხელისუფლების პოლიტიკას ბიზნესის განვითარების კუთხით?

სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ საკმაოდ ლიბერალურია. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი დადებითი რეფორმა განხორციელდა.  ჩვენი მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ქართული მეღვინეობის და მათ შორის, ღვინის ტურიზმის განვითარებას.

ხელისუფლების წყალობით, ქართულ ღვინოზე მსოფლიო ალაპარაკდა და ჩვენი ღვინის ექსპორტი  ისეთ ადგილებზე განხორციელდა, სადაც საკმაოდ რთული იყო შეღწევა და  თავის დამკვიდრება.

 

5. რამდენად  მნიშვნელოვანი თქვენთვის „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს დაჯილოდებაში მონაწილეობა და რამდენად უწყობს ხელს ასეთი ღონისძიებები ბიზნესის განვითარებას?

ჩვენ უკვე მესამედ ვმონაწილეობთ  „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს დაჯილდოებაში. ჩვენთვის ძალიან დიდი  მოტივაციაა ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. ეს ნიშნავს, რომ მესამეჯერ მოვიპვეთ  მომხმარებლის ნდობა. სასიამოვნოა,რომ წელიწადში ერთხელ  ფართო საზოგადოების წინაშე ფასდება  ჩვენი საქმიანობა.

აღნიშნული ბიზნეს დაჯილდოება არის ჩვენთვის დიდი სტიმული და  ყოველ წელს ვეცდებით საზოგადოების წინაშე  სიახლეებით  წარვსდგეთ.

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge